29.10.2013 17:42
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნონა უბილავას ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე დაიჭირეს და მხოლოდ 2000-2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

„უმოწყალოდ სცემეს ეთნიკურად ქართველები, კონდახებს უმოწყალოდ ურტყამდნენ ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს, ქართველები ბოლო დროს აფხაზეთში ძალიან შევიწროვებული ჰყავთ“, - აცხადებს უბილავა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი მომხდარზე რეაგირებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და რეინტეგრაციის სამინისტროს სთხოვს და ჭუბურხინჯის ხუთმხრივი მოლაპარაკებების აღდგენას ითხოვს.