29.10.2013 17:48
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქართველები შეთავაზებული პასპორტების აღებაზე უარს ამბობენ.

“ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარულ საკითხებთან, თავისუფალ გადადგილებასთან, ადამიანის უფლებებთან ჟენევაში განიხილება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მომდევნო რაუნდი, სწორედ ამ საკითხების განხილვას მიეძღვნება. კერძოდ, პირველ სამუშაო ჯგუფში განიხილება უსაფრთხოების თემები, ძალის არგამოყენება, ხოლო მეორე ჯგუფში _ ჰუმანიტარული საკითხები, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი და ადამიანის უფლებების შეზღუდვის თემები. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხები ჟენევის მომდევნო რაუნდზე მწვავედ იქნება”, - განაცხადა ზალკალიანმა.