29.10.2013 17:54
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ საკითხში ჩართული იქნება როგორც იუსტიციის, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო.

”ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად სამართლებრივ კონტექსტში განვიხილავთ და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან ზომები იქნება მიღებული”, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ”ემტეეს”-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც პრემიერმა განმარტა, მას პოლონელმა ჟურნალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ზოლთან მიახლოებისას, ”ემტეეს”-ის ქსელში ჩართულ ტელეფონებზე შეტყობინება დაფიქსირდა, რომლის თანახმად, პირი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.