31.10.2013 19:34
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის წევრი მოქმედ “პრეზიდენტს” არეფექტურ მმართველობაში ადანაშაულებს და “პარლამენტს” იმპიჩმენტის საკითხის განხილვას სთავაზობს.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, “აფხაზეთში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ერთი კაცის ნებას შეუძლია, დაანგრიოს ის, რის გაკეთებასაც 20 წელი დასჭირდა”.

“ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თუ გვსურს, მომავალშიც ვიყოთ და სახელმწიფო გვერქვას, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ”, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ “პარლამენტში” სიტყვით გამოსვლისას.