01.11.2013 10:55
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა

საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების პროტესტის გამო ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა," A. Le Coq"-მა, შეწყვიტა პროდუქციის ექსპორტი სადავო პოლიტიკური სტატუსის მქონე საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში.

“საქართველოს საელჩომ გვაცნობა, რომ ბიზნესის კეთება აფხაზეთში არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვითხრა, რომ ესტონეთი და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანონს”, განაცხადა " A. Le Coq" -ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მათ აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტეს. "A. Le Coq"-მა ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას პარტნიორებთან აფხაზეთსა და სომხეთში საცალო ვაჭრობის შესახებ. ''ევროკავშირი და აშშ აფხაზეთს განიხილავს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ფორმალურად საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ.'' - ნათქვამია განცხადებაში.