01.11.2013 17:11
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები ლაკაევს რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის დიმიტრი ვიშინიოვისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, მას ასევე ბრალად ედება ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადება-შენახვა და საქართველო-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატი სოხუმში სახლთან მეუღლესთან ერთად მოკლეს. თავად იუსუფ ლაკაევი ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ სამართალდამცველებს ესროლა და ორ კაცი დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციელი იყო.