28.11.2013 11:29
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები

სამასამდე ადამიანი მოიწამლა ტყვარჩელში წყლისგან. წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტყოქსიკაციას სასმელ წყალში კანალიზაციის გაჟონვამ გამოიწვია.

დაზარალებულთა უმეტესობა მოზარდია, ისინი ოჩამჩირისა და გალის საავადმყოფოებში გადაანაწილეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოწამლულთა შორის, რამდენიმეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ადგილობრივი სკოლები და საბავშვო ბაღები დახურულია. აფხაზეთის მთავრობა პაციენტთა დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

მაყვალა ხოფერია (აფხაზეთის მკვიდრი) "სამი-ოთხი დღეა ადგილობრივი მოსახლეობა ექიმებს აკითხავს, ისინი სერიოზულად არიან ავად აღენიშნებათ მაღლი ტემპერატურა, რაზეც დღეს გვითხრეს რომ ინფექციაა. თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს წყლისგან არ მოდის. მოსახლეობა კი ამბობს, რომ კანალიზაცია ჩაედინება იქ სადაც სასმელი წყლის მილები გადის. თბილისისკენ პაციენტებს ვერ გადმოვიყვანეთ, რადგან ნებართვა იქნება საჭირო რომელსაც არ იძლევიან", - აცხადებს ადგილობრივი