14.09.2018 15:11
თუ სააკაშვილის ხელისუფლება ციხეს გადაყვა, ეს ხელისუფლება შესაძლოა მარეხუანას გადაყვეს
Levani Kiknadze 12 სექტემბერი, თანდათან ვრწმუნდები და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ მარგველაშვილი არ არის ერთად-ერთი, ვისაც ჰგონია, რომ გონებრივად სუსტები და დებილები ვართ. „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“. დიახ, დღეს ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელიც გულუბრყვილოდ დაიჯერებს, რომ ეს სულგაყიდული ჯაფარიძე თავიდანვე არ იყო ალიანსში ხელისუფლებასთან. კი მიკვირდა ასე დაუსჯელად, რომ დახეტიალობდა ტელევიზიებში და დაათრევდა ქოთანში დარგულ კანაფს. ფრიად საეჭვო იყო ამ ანტიეროვნული საკონსტიტუციო სასამართლოს ვაიმოსამართლეების გადაწყვეტილებაც. თუმცა ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, როცა ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო მარეხუანას წარმოებას. თანაც, როგორ. თურმე მარიხუანას წარმოება ლიცენზირებული გახდება და თანაც გამარჯვებულს სერთაშორისო კონკურსი გამოავლენს. ჯერ სადა ვართ, აი, ვნახავთ ამის შემდეგ რაც დაიწყება. უცხოტომელები აქ შეძენილ მიწებზე უკეთეს შემოსავლიანი კანაფის მოყვანაზე რომ გადავლენ და ლიცენზიასაც გაიჩალიჩებენ ეს გასაგებია, მაგრამ უბედურება ის იქნება, თუ იოლად გამდიდრების პერსპექტივამ, ჩვენ გლეხობას უბიძგოს ტრადიციული კულტურების აჩეხვისკენ და გადასვლას მარიხუანას მოყვანაზე.. რაც შეეხება მარეხუანას წარმოების და მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას, ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა თავის მართლების უბადრუკი მცდელობა. თქვე დალოცვილებო, სამართალდამცავი ორგანოები უამრავ, სხვა მძიმე დანაშაულებს ვერ აუდიან, რომელთა ჩამდენებს სისხლის სამართლის კანონის ყოველწლიური გამკაცრება ვერ აჩერებს და არ ფიქრობთ როგორ გაუმკლავდებიან მარეხუანათი გაბრუებულ ათიათასობით მომხმარებელს, არალეგალურად მწარმოებელს და გამსაღებელს? ჩადება- არ ჩადება და სამართალდამცავ ორგანოებზე გაათმაგებული შეტევები მერე ნახეთ. მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლება ციხეს გადაყვა, თქვენ რა, ხელისუფლება გინდათ მარიხუანას გადააყოლოთ?.