09.10.2018 16:05
რატომ არის ქვეყნისათვის საშიში ვაშაძე, თუკი იგი პრეზიდენტად აირჩევა.

 უკვე მერამდენე  დღეა თავს ვიკავებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამს: „КГБ-შნიკი“.  მესმის, რომ მას მხედველობაში საბჭოთა КГБ ჰქონდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ დღევანდელ, ვითომ ევროპულად მოაზროვნე ვაიპოლიტიკოსების და ულტრალიბერალური  იდეოლოგიით  მოწამლული ე.წ არასამთავრობოების  გარკვეული ნაწილი კობახიძის ამ გამონათქვამში ქართველ საბჭოთა  КГБ-ს ყოფილ თანამშრომლებსაც  გულიუსხმობენ და  ყველას  ერთ ქვაბში ხარშავენ.  თუმცა   მათ არც დღევანდელი უშიშროების თანამშრომლები ეხატებათ გულზე. არადა, საქართველოს მოსახლეობის მნივნელოვანი ნაწილი ან ყოფილი КГБ-ს თანამშრომლები ან კიდევ მათი შვილები და შვილიშვილები ვიყავით და თავიც არ დაგვიზოგია, თუკი ქვეყნის ინტერესები მოითხოვდა. აფხაზეთის ომი ხომ  ნათელი მაგალითია КГБ -ს ყოფილი თანამშრომლების თავგანწირვისა.  ბევრმა არ  იცის, რომ სამი ვაჟკაცი, რომლებიც ალმოდებულ სოხუმში შეყვნენ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას და წარბშეუხრელად შეხვდნენ  გმირულ სიკვდილს, ყოფილი აფხაზეთის КГБ-ს თანამშრომლები: ავთანდილ დეკანოიძე, კობა მირზაშვილი და ბადრი ბაღათურია  იყვნენ.  

თუ ვინმეს იმის შეხსენება უნდა, რომ საბჭოთა რეჟიმს ვემსახურებოდით, ვინატრებდი იმ დღეს, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოს უშიშროებას  ისეთივე უმაღლესი რანგის პროფესიონალები ეყოლება, როგორიც ინაურისდროინდელი საქართველოს  КГБ-ს თანამშრომლები იყვნენ. არავინ უარყოფს, რომ იყო რეჟიმი, იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც აგრერიგად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის, მაგრამ იმაშიც დამეთანხმეთ, რომ ვერავინ გაბედავდა ლაფში ამოესვარა და დაცინვის საგნად ექცია ქართული ეროვნული ინტერესები, ჩვენი კულტურა და ტრდაიციები. წარმოიდგინეთ, რა დღე დაადგებოდა გირჩელ, ივერთ ჯილაგის  განადგურების მოსურნეს, სულგაყიდულ ჯაფარიძეს და მის მიმდევრებს,  იმის მსგავსიც, რომ წამოეკნავლათ, რასაც დღეს ფართოდ რეკლამირებენ ლიბერასტულ ტელევიზიებსა თუ ბეჭდვით მედიაში.

ნურავინ დამიწყებს ეხლა  მორალის კითხვას დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე. არ ვაპირებ და არც მაქვს პრეტენზია  ღირსებაწართმეული ჩვენი ხალხის დღევანდელი მდგომარეობის ანალიზისა. სურათი ისედაც ნათელია. მეოთხედ საუკუნეზე მეტია  დამოუკიდებელ,  დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და  ნებისმიერი დამეთანხმება, რომ  ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა, ჰორიზონტზე ნანატრი ქვეყნის  კონტურების ნატამალიც  არ მოჩანს.  ვაღიაროთ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ შედგა. ან როგორ შედგებოდა, როდესაც დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან არ გვეშვება ყვავ-ყორნებივით საჯიჯგნად დასეული  შინაური თუ გარეული, ფარული თუ ლუსტრირებული  მტერი.  სწორედ კანონებისადმი უპატივცემულობის, დაუსჯელობის  და აღვირახსნილი ლიბერასტული იდეოლოგიის ფართოდ რეკლამირების  გამო, საზოგადოებაში მძლავრობს ნიჰილიზმი და უნდობლობა, ამიტომ   იყურება ბევრი უკან და არა საბჭოთა სისტემის ნოსტალგიის გამო.

 

ეხლა, რაც შეეხება „КГБ-შნიკად“ წოდებულ  გრიგოლ ვაშაძეს.  გაგახსენებთ,  სააკაშვილის  „პადოშას“  დიდი მცდელობით, 2011 წელს მიღებულ ლუსტრაციის კანონს - „თავისუფლების ქარტია“. ამ კანონის თანახმად, თუ  ვაშაძე თანამშრომლობდა საბჭოთა КГБ-სთან, რისი ვარაუდის  საფუძველსაც იძლევა მისი ბიოგრაფია და საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურში ფუნქციონალური მოვალეობა  და ამის შესახებ თავის დროზე არ განაცხადა საქართველოს უშიშროების სამასხურთან    შექმნილ სპეციალურ კომისიაში,  ცსკო-ს არ უნდა გაეტარებინა იგი რეგისტრაციაში. უფრო მეტიც, თუ პირი დამალავდა თანამშრომლობას  КГБ-სთან, კომისიას უფლება ეძლეოდა საჯაროდ გამოექვეყნებინა ხსენებული პირის გვარი, რაც გააკეთა კიდეც კობახიძემ. ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა თითქმის შეუძლებელია, რადგანაც  ამ დონის  სახელმწიფო მოხელე, დაუზუსტებელ და საფუძველმოკლებულ ინფორმაციას, ასე საჯაროდ, ისიც  პარლამენტის ტრიბუნიდან არ გაახმოვანებდა. ამიტომაც არის ქვეყნისათვის საშიში ვაშაძე, თუკი იგი პრეზიდენტად აირჩევა. წინააღმდეგ    შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებს  დიდი ტვინის ჭყლეტვა არ დასჭირდებათ, რადგანაც  სპეცღონისძიებების არსენალში   მრავლად მოეპოვებათ  ვაშაძის მსგავს პიროვნებებზე  სასურველი ზემოქმედების ბერკეტები, თუმცა  შესაძლოა  არც დასჭირდეთ, თუკი იგი საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების  პროექტია.  

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დავუშვათ ვაშაძეს თანამშრომლობა КГБ-სთან გამოგონილია და როგორც მისი მხარდამჭერები იფიცებიან,   მის წინააღმდეგ აგორებული შავი  პიარია. მიუხედავად ამისა,  ამ შემთხვევაშიც, ქვეყნისათვის საზიანოდ უნდა იქნეს მიჩნეული  ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა, რადგანაც რუსეთის სპეცსამსახურები, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართავენ შანტაჟის მეთოდს, რათა მაკომპრპმეტირებელი მასალების (ამ შემთხვევაში  თუნდაც გაყალბებულის) გამოქვეყნების შიშით, სასურველი ზეგავლენა მოახდინონ ვაშაძეზე. 

აქედან გამომდინარე, გრიგოლ ვაშაძე, რომ თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი იყოს, დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი თანამდებობის გარეშე წყნარად და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ, როგორც ჩანს მისი ბიოგრაფიის მსგავს, მონური ფსიქოლოგიის ადამინებს, რომლებსაც არც მორალური და არც ზნეობრივი პრინციპები არ გააჩნიათ,  მშვიდი ცხოვრება არ უწერიათ და ალბათ  ამის სურვილიც დაკარგული აქვთ. აკეთებენ იმას, რასაც მათგან მათი „პატრონები“ მოითხოვენ.

და კიდევ. არ გიფიქრიათ ჩემო მეგობრებო, რა უფრო საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს  ჩვენი ქვეყნისთვის, „თავისუფლების ქარტიის“ საფუძველზე, საბჭოთა სიმბოლიკად მიჩნეული „გეორგიევსკის“ ბაფთა, რომელიც  9 მაისს 90 წელს გადაცილებულ,  ჯერ კიდევ ცოცხალ,  თითებზე ჩამოსათვლელ მეორე სამამულო ომის ვეტერანებს, საბჭოთა სიმბოლიკიან  ორდენებსა და მედლებს გვერდით ჰქონდათ მკერდზე დაბნეული,  თუ დიდი ალბათობით რუსეთის სპეცსამსახურების   მიერ მომავალ მთავარსარდლად ჩანერგილი გრიგოლ ვაშაძე?