12.02.2010 14:00
ნაბაკევში 70-მდე ქართველი დააკავეს

ზუგდიდის რაიონისკენ მომავალი 70-მდე ქართველი დააკავეს.

მათი ნაწილი წუხელვე გაათავისუფლეს, თუმცა დღეს დილით ისევ დააკავეს.

როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა აცხადებს, ე.წ. საზღვარზე დიდი ხანია, კონტროლი გამკაცრებულია, თუმცა ქართველების დაკავება შესაძლოა, სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციას უკავშირდებოდეს, რომელიც დღეს იმართება.