RSS
ანალიტიკა
სიმონ კილაძე
„ჩრდილოეთი საქართველო! ქლუხორი! დაე, ამ სიტყვებმა საშვილიშვილოდ იცხოვროს დღეიდან ქართველი ხალხის შეგნებაში. მაშ, ქლუხორისაკენ – ჩრდილოეთ საქართველოსკენ, პატრიოტებო!“ – ეს სიტყვები საქართველოში პირველად 1944 წელს გაჟღერდა და დაიწერა, მაგრამ დღეს არც მათი წარმოშობის საფუძველი და არც დანიშნულება თითქმის აღარავის ახსოვს. თუ ჩვენს მკითხველს უნახავს საქართველოს რუკები, რომლებიც 19...
 
სიმონ კილაძე
სოჭის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში: პლუსები და მინუსები იყო თუ არა საქართველოს მოთხოვნები სამართლიანი ეკატერინოდარში გამართულ მოლაპარაკებაზე? როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისი სოჭის ოლქში შესვლას განიხილავდა ერთი მხრივ - ისტორიული ტერიტორიის დაბრუნებად, მეორე მხრივ - აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯად. ცხადია, ასეთი პოზიცია პატრიოტული იყო და მას საქართველოს ყვე...
 
სიმონ კილაძე
რუბრიკა: "საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“ სოჭი, რუსეთის შავიზღვისპირა სუბტროპიკული კურორტი, საქართველოს საზღვრიდან (მდინარე ფსოუდან) სულ 10-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 7 თებერვალს სოჭში მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა მოხდა - საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელშიც, რუსეთთან რთული დამოკიდებულებისა და დიპლომატიური ურთიერთობის არქონის მიუხედავად, საქართველოს სპორტული დე...
 
ლევან კიკნაძე, სიმონ კილაძე
რუბრიკა: „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“ ამ რუბრიკით „ექსპერტთა კლუბი“ იწყებს სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომების პუბლიკაციას. პირველ ნაწილში გადმოცემულია 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებულ სოჭის ოლქთან დაკავშირებული პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური მოვლენები: ახსნილია ქართული არმიის მიერ სოჭის ოლქის დაკავების მიზეზები, მოცემულია საბ...
 
ლევან კიკნაძე
ამ დღეებში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, ერთი თვის წინ აფხაზური ოპოზიციის მიერ აფხაზური ხელისუფლების მისამართით წაყენებული ულტიმატუმის ყველა პუნქტს, აფხაზური კანონმდებლობის სრული დაცვით, წერილობით გასცა პასუხი. ანქვაბის ასეთი ეპისტოლარული, დღემდე უცხო მეთოდი აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციისთვის ჩატარებულ მასტერ-კლასად მონათლა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ...
 
სიმონ კილაძე
გაგრძელება. იხ. დასაწყისი. დამატებითი მოტივაცია ისიც იყო, რომ მოსკოვმა ბაქოს ტერიტორიის იჯარისათვის ადრინდელთან შედარებით ნაკლები თანხა შესთავაზა - ზოგიერთი რუსი სამხედრო სპეციალისტის მტკიცებით, გაბალის რადარს ძველებურად სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ აქვს, რაც დრო გადის, ობიექტის მარგი ქმედების კოეფიციენტი კლებულობს, მოწყობილობები ძველდება და მწყობრიდან გამოდის, მათი შეცვლა იმდენად ძვირი ჯდება...
 
სიმონ კილაძე
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან რუსეთის ურთიერთობების დონე პირობითად შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: საქართველოსთან - მინიმალური (კონფრონტაციული), სომხეთთან - მაქსიმალური (სამოკავშირეო-სტრატეგიული) და აზერბაიჯანთან - ზომიერად კეთილმეზობლური. მოსკოვ-თბილისის, მოსკოვ-ერევნისა და მოსკოვ-ბაქოს ოფიციალური კავშირების მინიმალური, ზომიერი და მაქსიმალური დონეები მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, მათ...
 
სიმონ კილაძე
საკითხის ფასი: «პრო» და «კონტრა» რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული წინადადებიდან ყველაზე ფართო რეზონანსი გამოიწვია ორი მეზობელი სახელმწიფოს დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციის - საქართველოს რკინიგზის ზუგდიდი-ოჩამჩირის მონაკვეთის სავარაუდო აღდგენამ (ოჩამჩირე-გაგრის მონაკვეთი აღდგენილია და ფუნქციონი...
 
გიორგი წიკლაური
გარდამავალი პერიოდი საქართველოში დასასრულს უახლოვდება და ხელისუფლება უკვე ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ხელშია. ისაა პასუხისმგებელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკაზეც. რას გააკეთებს "ქართული ოცნება" აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, გვიჩვენებს დრო, მაგრამ უკვე დღეს უნდა განვიხილოთ ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის სტრატეგიის პრინციპები პ...
 
სიმონ კილაძე
ქართველ რუსოფილებს ოცნება გაუცრუვდათ: ეგონათ, რომ „ქართული ოცნება“ მკვეთრად გამოხატულ პრორუსულ კურსს გაატარებდა, მაგრამ მოტყუვდნენ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ გრძელვადიან საგარეოპოლიტიკურ განცხადებების მთავარი არსი კვლავ ევროინტეგრაცია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და საერთოდ, დასავლური კურსის ერთგულებაა. ეს პოსტუ...
 
სიმონ კილაძე
ბრძოლის ფრონტი საერთაშორისო ორგანიზაციებში 2008 წლის აგვისტოს „ცხელი“ ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება კვლავ ომამდელ პოლიტიკურ სიბრტყეში დაბრუნდა, თუმცა რადიკალური კორექტივებით: დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით, საერთაშორისო არენაზე მწვავე უთანხმოებით, ერთმანეთისადმი ბრალდებების კასკადით, მკაცრი განცხადებებით, რეზოლუციებით... ერთი სიტყვით, „ცხელი“ ომი &...
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI) აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი VII ...1993 წლის გაზაფხულზე სოხუმზე ფართომასშტაბიანი შემოტევის შესახებ, პირველადი ინფორმაცია აფხაზეთის უშიშროების მიერ იქნა მიღებული. სწორედ იმის შესახებ, თუ რა აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიებები იქნა გატარებული ჩვენს მიერ ხსენებული წინმსწრები სადაზვერვო ინფორმაციის მისაღება
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X) აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი VI აფხაზეთის ომის თემაზე დაწერილ პუბლიკაციებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1993 წლის 15–16 მარტის ბრძოლას გუმისთის ფრონტზე. ბევრმა დღემდე არ იცის, რომ ეს შემოტევა უფრო ადრე, 5 მარტს დილის 5 საათზე უნდა დაწყებულიყო. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ქართულმა საჯარისო...
 
ირაკლი ცქიტიშვილი
გასული კვირის ყველაზე აქტუალური საკითხი, საქართველოში, ერთმნიშვნელოვნად აფხაზური რეჟიმის ლიდერზე, ალექსანდრე ანქვაბზე 22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმა იყო. შეგახსენებთ, რომ გუდაუთის რაიონში ანქვაბის კორტეჟს ჯერ გზაზე ფუგასი აუფეთქეს, ხოლო შემდეგ ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით დაცხრილეს. შედეგად, დაიღუპა ერთი და მძიმედ დაიჭრა დაცვის ორი თანამშრომელი. თავად ანქვაბი უვნებლად გადარჩა. ...
 
გიორგი წიკლაური
მომავალი კონფლიქტის ახალი კერები "ქურდს ქუდი ეწვის" - ამ ანდაზის შინაარსის სრული დემონსტრირება მოახდინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, როდესაც განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას მცხოვრებლებს, მეზობელი საქართველოს რეგიონში, კერძოდ ყაზბეგის რაიონში ახლობლების მონახულების საშუალებას არ აძლევს. სიმართლისათვის, ლუკაშევ...
 
რუბრიკა: ასე იყო 200 წლის მანძილზე, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ? ქ. მაიკოპის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რესპუბლიკის პროკურორის განცხადება საკათედრო მეჩეთის ბიბლიოთეკიდან ჩხრეკის დროს ამოღებული ისლამური ლიტერატურის ექსტრემისტულად ცნობის შესახებ. საქმე ეხება მეოცე საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველის შეიხ ალ-ტანტაუის წიგნს „საერთო წარმოდგენა ისლამზე“ და იასერ ალ...
 
გოჩა გვარამია
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) მიუხედავად იმისა, რომ ასტანაში მიმდინარე ევროპისა და აზიის მედიის რიგით მეექვსე ფორუმზე მიხალკოვის სტუმრობა ოფიციალურად საკუთარი ახალი ფილმის - "ციტადელი"-ს პრეზენტაცია იყო, მისი როლი ამ ღონისძიებაზე ევრაზიის კავშირის შექმნის პერსპექტივისა და ისევ ერთიანი თანაცხოვრების აუცილებლობის აგიტაცია იყო, რასაც იგი საკმაოდ ოსტატურად აკეთებდა. თუ რა არის ევრაზიის კავშირი, როგ...
 
გოჩა გვარამია
რუსეთი რომ საბჭოთა კავშირის რეანიმირების პუტინისეული ოცნების ფრთების შესხმით არის განმსჭვალული, ამას არა მარტო პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო კარგად ხედავს. ამასთან, რუსეთში ეს საკითხი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, რომლის გამარჯვებული - რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი - აქედანვე ცნობილია, სულ უფრო აქტუალური ხდება. პუტინის ოცნებაზე აღადგინოს ძვე...
 
თ. ბერაძე, ბ. ხორავა, ს. კილაძე
ახლახან «ექსპერტთა კლუბის» სახელზე მოვიდა მოსკოველი პროფესორების ტ. შამბასა და ა. ნეპროშინის წერილი «Ответ грузинским «экспертам», რომელშიც ბ-ნ ს. კილაძის წერილზე - «საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და აფხაზეთის საკითხი» - პასუხის სახით კიდევ ერთხელ გაჟღერებულია ის «იურიდიული წანამძღვრები», რომელიც ვითომდა საფუძვლად დაედო &l...
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX) აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი V 1992-1993 წწ ქართულ-აფხაზური ომი, რომ პროვოცირებული იყო და ქართული მხარის მხრიდან ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე დაიწყო, ეს მისი მსვლელობისას, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, ვერ ხერხდებოდა კოორდინირებული მოქმედებები, როგორც თვით სამხედრო, ასევე სამხედრო ...
 
ირაკლი ცქიტიშვილი
26 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა რიგგარეშე "საპერზიდენტო" არჩევნები, რაც გამოწვეული იყო მარიონეტული რეჟიმის ექს–ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებით, რაშიც, არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელი აშკარად ურევია. აფხაზეთის მოსახლეობას, რომელიც ზაფხულის პერიოდში ჩვეულებრივ საკურორტო პრობლემებზეა კონცენტრირებული, მოუწია პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა. სულ ლიდერის თანამდებო...
 
ლევან კიკნაძე
რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატის, გრიგორი კარასინის აზრით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას თურმე ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლების შეუჩერებელი მცდელობა, დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოება და სკუთარი მოსახლეობა, თითქოს საქართველო სავსეა რუსეთის ჯაშუშებით და დივერსანტებით. ბუნებრივია კარასინი სხვანაირად ვერ იტყვის. ამბობს იმას, რასაც ავალებენ. უფრო სწორად, კომუნისტური მმართველობ...
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII) აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი IV ისინი, ვინც აფხაზეთში შინაგანი ჯარების შეყვანას ლობირებდნენ (გარდა ზოგიერთებისა ვინც კრემლის დავალებას ასრულებდნენ) რკინიგზის დაცვასთან ერთად, ალბათ საერთო ჯამში, კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესებასაც მოელოდნენ, რისი გაუარესება აფხაზეთში, როგორც წინა პუბლიკაციებში აღინიშნა პირველ რიგში ს...
 
მამუკა არეშიძის წინადადებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, საქართველოსათვის გარკვეული დივიდენდების მიღების კუთხით, სულ მცირე ორი დადებითი მომენტი გააჩნია. პირველი: ამ თემის პრესაში ფართოდ გაშუქებამ დიდი რეზონანსი და დისკუსიები გამოიწვია, თუმცა მალევე ჩაცხრა. არც ის იქნება მართალი ამას დისკუსია დავარქვათ - კრიტიკის ქარცეცხლმა კავკასიის საკითხებში ექსპერტის მარგინალიზება უმალ მოახდინ...
 
ირაკლი ცქიტიშვილი
მოსკოვმა და სოხუმმა აფხაზეთში საოკუპაციო კონტინგენტის მნიშვნელოვანი გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. "Life News"-ის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებისა და "სამშვიდობო ძალების" გაზრდის მიზნით დახურული შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკების თანახმად, 2013 წლამდე კონტინგენტის რაოდენობა 3500-მდე გაიზრდება, მაშინ, როცა ამჟამად აფხა...
 
გოჩა გუნიავა
ჩრდილოეთ კავკასიაში ეთნიკურ-რელიგიური ფაქტორის შეუფასებლობამ, კავკასიელების ტრადიციებისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების უგულებელყოფამ რუსეთის კავკასიური პოლიტიკა ჩიხში შეიყვანა და რუსეთის სახელმწიფოს მთლიანობას რეალური საფრთხე შეუქმნა. ყველა პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის ჯიუტმა პრაქტიკამ და ქსენოფობიის ზრდის ხარისხმა რუსეთის განვითარების ტრაექტორია დაამსგავსა საბჭოთა კავშირის არსებობი...
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII) აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი III გუმისთის ფრონტის ერთ-ერთი ბატალიონის მებრძოლებმა საღამოს საათებში მდინარის პირას აიყვანეს ტყვე, რომელიც მოცურავდა ფრონტის გამყოფი ხაზის, მდინარე "გუმისთის" მეორე ნაპირიდან. მას შემდეგ, რაც შტაბში გაირკვა, რომ ტყვე ჩრდილოკავკასიელი მოხალისე იყო, გადასცეს ბატალიონში მივლინებულ ჩვენს თანამშრომლებს...
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI) აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი II ომის დასაწყისისთვის აფხაზეთის უშიშროება ეროვნული ნიშნის მიხედვით გაყოფილი არ იყო. აფხაზეთის უშიშროების იმდროინდელი თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი, სეპარატისტების მხრიდან მუდმივი წნეხის პირობებშიც კი გონივრულად აბალანსებდა სიტუაციას, ღიად თვითონაც არ ერეოდა და არც ჩვენც გვქონდა უფლება ჩავრეულიყავით პო...
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V) აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი I 1992 წლის 14 აგვისტო ერთ -ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. სწორედ ამ დღეს დაიწყო ძმათამკვლელი ომი, რომლის თავიდან აცილება ალბათ შესაძლებელი იქნებოდა, რომელიმე მხარეს მის მძიმე, დამანგრეველ შედეგებზე ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდა. მართალია არძინბამ თითქმ...
 
გიორგი წიკლაური
აფხაზეთის სამღვდელოება ამბოხდა. ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი სოფელ აიბგას გარშემო აგორებული ვნებათა ღელვა, დაძაბულობის მორიგ ადგილად რუსეთიდან მოვლენილ სეტყვას აფხაზური ქვა დახვდა ახალი ათონის სახით, სადაც მიმდინარე წლის 15 მაისს "სახალხო-საეკლესიო" ყრილობის ჩატარება იგეგმება. ე.წ. "აფხაზეთის ეპარქიის" მეთაურის ბესარიონის (აპლიაას) წინააღმდეგ, მისი ძველი მოქიშპის სვიმონ კანანელის სახელობის ახალი ა...
 
ლევან კიკნაძე
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV) როგორც "ექსპერტთა კლუბი" წინა პუბლიკაციაში წერდა, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების წინ შექმნილ უაღრესად რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა არძინბას დიქტატს დამორჩილებული უზენაესი საბჭოს (აფხაზური ფრთა) და მისი პრეზიდიუმის არაკანონიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძირითადად მიმართული იყო საქართველოს იურიდიული სივრციდან აფხ...
 
ირაკლი ცქიტიშვილი
რუსეთმა უარი განაცხადა საქართველოზე თავდაუსხმელობის გარანტიების გაცემაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა. მისი თქმით, რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე, შესაბამისად, არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა მას არ ესაჭიროება. უფრო მეტიც, კარასინმა თბილისს კვლავ შესთავაზა ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებთან – ...
 
გოგი მაისურაძე
აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს ჩაატარეს ყარაბაღის პრობლემების დარეგულირების საკითხისადმი მიძღვნილი წინასწარ შეცნობით მორიგი უშედეგო შეხვედრა. მის უნაყოფობაზე მეტყველებს არამარტო კონკრეტული პროგრესის მიღწევის და მისდამი რაიმე საწინდრის არ არსებობა (ბაქომ და ერევანმა დღემდე ვერ მოახერხეს თავიანთი მზაობის ჩვენება პრინციპულ საკითხებში რამე, მცირედ დათმობაზე წასვლაზეც კი), მაგრ...
 
გიორგი წიკლაური
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის "ვიცე-პრემიერი"-ს თანამდებობიდან დაურ ტარბას მოულოდნელმა გადადგომამ სოხუმში მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტარბა ყოველთვის ითვლებოდა არა მხოლოდ ბაღაფშის "თანამებრძოლად", არამედ მასთან ყველაზე დაახლოებულ პირს წარმოადგენდა. სწორედ ტარბა არის სახელისუფლებო პარტიის "ედინნაია აბხაზია" ხელმძღვანელი და ძირითადი საყრდენი ბოძი ბაღაფშის გუნდისა....
 
გოჩა გვარამია
ოკუპაციისათვის მზადება და ოკუპაცია წინა სამ ნაწილში ასახული ცხინვალის რეგიონის მოკლე ისტორიული ექსკურსი, კონფლიქტის პროვოცირება, მისი ესკალაცია და მშვიდობიანი მოგვარების პროცესი გვინდა დავასრულოთ უშუალოდ იმ მოვლენების ასახვით, რომლებიც წინ უძღოდნენ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ისტორიული ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ღია და დაუფარავ ოკუპაციას. საქართველ...
 
გოჩა გვარამია
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი წინა ორ თავში მკითხველს წარვუდგინეთ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მოკლე ისტორიული ექსკურსი და ქრონოლოგიურად ჩამოვაყალიბეთ ის წინამძღვრები, თუ რა პირობებმა და ფაქტორებმა განაპირობეს 1991 წლის იანვარში საქართველოს ისტორიულ მხარეში, სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დაწყება და ესკალაცია. ამჟამად მკითხველს გვინდა მაქსიმალურად გავაცნოთ ის "ფუძემდებლური დოკუმენტი...
 
გოჩა გვარამია
აფხაზეთში ყველაზე აქტუალურ თემად დღემდე საკუთრების საკითხი რჩება. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთისათვის საკუთრების გადაცემის საკითხის განხილვისათვის "დამოუკიდებელი აფხაზეთის" ე.წ. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წამომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდის გამართვა გახდა საჭირო. როგორც გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, დღევანდელ მარიონეტულ ხელისუფლებას ძირითადად ყველა ბრ...
 
გოჩა გვარამია
კონფლიქტის ესკალაცია პირველ ნაწილში შევეცადეთ მკითხველისათვის საერთო წარმოდგენა მაინც შეგვექმნა, თუ რას წარმოადგენდა ისტორიული თვალსაზრისით ცხინვალის რეგიონი და როდის შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომელსაც, საქართველოს ისტორიულ ნაწილს, ასე ურცხვად, ისტორიული ფაქტების დამახინჯებითა და უხეში ძალის გამოყენებით გვედავება რუსეთი. ამ ნაწილში მაქსიმალურად შევეცდებით ქრონოლოგიურად აღვადგინოთ ის პროცეს...
 
ლევან კიკნაძე
დასასრული. იხ. დასაწყისი... ...დაკითხვაზე ა.სიტნიკოვმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და აჩვენა შემდეგი: 1982-1991წ.წ. იგი სწავლობდა ქ.რიაზანის უმაღლეს სამეთაურო -სადესანტო სასწავლებელის სპეციალურ ფაკულტეტზე, რომელთა კურსანტებიც სწავლობდნენ ერთ-ერთ უცხო ენასაც. უცხო ენის სწავლების პარალელურად ასწავლიდნენ დაზვერვის წარმოების წესებს. სასწავლებლის კურსდამთავრებულები იგზავნებოდნენ (განაწილებით)...
 
ლევან კიკნაძე
”ექსპერტთა კლუბის” ერთ-ერთ პუბლიკაციაში “დიალოგის გაგრძელება: მორიგი წერილი ასლან კობახიას” აფხაზ ადრესატს, რომელიც ჯიუტად იმეორებს, რომ ქართველების დამარცხებაში რუსეთის ხელი არ ურევია, შევპირდით, რომ ჩვენი ფორმატის შესაძლებლობის ფარგლებში, დავიწყებდით დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით იმ მასალების პუბლიკაციას, რომლებიც ააშკარავებენ 1992-1993წ.წ. ძმათამკვლელ ომში რუსეთის მონაწილეობას აფხაზების მხარ...
 
გოჩა გუნიავა
რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რa იქნება ხვალ? რადიო "ეხო კავკაზას" ცნობით 16 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ასობით მუსულმანმა აღნიშნა ყურბან ბაირამის ტრადიციული დღესასწაული. ვინაიდან აფხაზეთში მეჩეთი არ არსებობს, ხოლო პატარა სამლოცველო სახლმა ყველა, მსურველი ვერ დაიტია ბევრ მორწმუნეს სალოცავი ხალიჩის გაშლა პირდაპირ ასფალტზე მოუწია. მორწმუნეების რაოდენობა აფხაზეთში ყოველწლიურად იზრდებ...
 
გოჩა გვარამია
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, რის შედეგად ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულებისა, რუსი სამხედროების მიერ დღემდე ოკუპირებული რჩება, თავის აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად რუსეთის მიერ გაშლილი ფართო საინფორმაციო ფრონტისა, რაც საკუთარი ქმედებების ლეგალიზებას და სა...
 
უკან დარჩა თვის ყველაზე გახმაურებული მოვლენა. წინასწარ ანონსირებულმა ჯაშუშურმა სკანდალმა ჩაიარა და უკან დატოვა ვარაუდების, შეფასებების და შეხედულებების საკმაოდ ვრცელი არეალი. საინფორმაციო საშუალებებმა სრულად ამოწურეს ეს საკითხი და სხვა მთავარ მოვლენებზე გადაერთნენ . ერთი კი ნამდვილად ცხადია – საქართველოში რუსული აგენტურის არსებობა არავისში არ იწვევს გაკვირვებას. მითუმეტეს გაწყვეტილი დიპლომ...
 
გოჩა გუნიავა
რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ? 2010 წლის სექტემბერში ახლადშექმნილი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დედაქალაქ პიატიგორსკში ძეგლი დაუდგეს კავკასიის ომების გმირად შერაცხულ გენერალ ალექსეი ერმოლოვს. მანამდე 2008 წელს მისი ძეგლი ქალაქ მინერალურ წყლებშიც აღმართეს. სისხლში იხრჩობა ჩრდილოეთ კავკასია. ამ სისხლისღვრის ერთერთი წამომწყები, რომელიც უკვე 200 წელია გრძელდებ...
 
გოჩა გუნიავა
რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ? 1887 წლის დეკემბერში თბილისში გამომავალმა რუსულენოვანმა გაზეთმა «კავკაზმა» გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც ეჭვქვეშ დააყენა მეგრელების, ხევსურების, სვანების, იმერლების და სხვათა ქართველობა, საქართველოსა და ივერიის იგივეობა. დიდი ილია ალღოთი გრძნობდა ამ «თეორიის» ავტორების შორსმიმავალ ბოროტ ზრახვებს. პოლემიკაში ...
 
სიმონ კილაძე
რუსეთის მმართველ ტანდემში უთანხმოება შეიმჩნევა. რაც უფრო ახლოვდება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო აშკარა ხდება პრეზიდენტის პოლიტიკური ტრანსფორმაცია: მის მოქმედებებში საკუთარი „მე“ გამოიკვეთა – ოდესღაც ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინის მორჩილი დიმიტრი ანატოლევიჩ მედვედევი ბოლო დრომდე დაფარულ ზნეს თანდათან ამჟღავნებს და თითქოსდა პატრონის გავლენიდან გამოდის. მართალია, 2012 წლამდ...
 
აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა და სტატია დაწერილა. ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ მხრივ რათქმა უნდა გალის რაიონში იყო და დღესაც ასე რჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გალის რაიონს, რომლის ადგილობრივ მოსახლეობას როგორც კონფლიქტის დაწყებამდე ასევე დღესაც 99 %-ს ეთნიკური ქართველები შეადგენენ, მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის კონტექსტში განვიხილავდით. ...
 
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III) „ექსპერტთა კლუბი“ თავის პუბლიკაციებში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, გამოიკვეთა თუ არა საქართველოს განვითარების ვექტორის მიმართულება დასავლური ღირებულებებისკენ კრემლი, ყველა მის ხელთ არსებული ხერხებით და მეთოდებით, ცდილობდა საქართველოზე გავლენის შენარჩუნებას, რასაც ადასტურებს მოვლენათა შემდგომი განვითარება...
 
რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ? მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თერგის კაზაკთა ატამანების ინიციატივით და დაფინანსებით ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დედაქალაქის პიატიგორსკის ცენტრში დაიდგა კავკასიის დამპყრობის ერთერთი სასტიკი ორგანიზატორის გენერალ ერმოლოვის ძეგლი. ამ ძეგლის აღმართვა, ისე როგორც 2009 წლის ოქტომბერში ქ.მინვოდში მისივე ძეგლის დაგმა, აღქმული იქნა კავკა...
 
ლევან კიკნაძე
აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ამაყად განაცხადა, რომ „აფხაზეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა იცხოვროსო“. თქვა და პირველი რაც გააკეთა აფხაზეთში კონფლიქტამდე მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების საჩივრებისგან შეწუხებულმა, რომლებიც სამართლიანად ითხოვენ აფხაზი ბოევიკებისგან წართმეული უძრავი ქონების დაბრუნებას, რა თქმა უნ...
 
გიორგი წიკლაური
20-21 აგვისტოს ერევანში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორაგანიზაციის არაფორმალურ სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს ბელორუსიის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის გამართვას. ამის შესახებ გაზეთ "კომერსანტს" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მაგრამ მედმედევს შესაძლოა არ მიეცეს "ბატკო"-ს ლაფში ამოსვრის შანსი, ვინაიდან, სავსებით შესაძლებელია, რომ ლუკაშენკომ ერე...
 
კაზაკები 2008 წლის 3 ივლისს დ.მედვედევმა ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს კაზაკების ტრადიციების აღდგენისა და მათი სახელმწიფო სამსახურში ჩაყენების გზით მნიშვნელოვანი საერთო საქვეყნო და მუნიციპალური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობას. ამ დოკუმენტის პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით გასული ორი წლის მანძილზე ჩატარდა მრავალი თათბირი, დამატებით მიღე...
 
სიმონ კილაძე
მსოფლიო დიპლომატია ბევრი უცნაური და კურიოზული მოვლენების მოწმეა. რომის იმპერიის დრო, რენესანსის ხანა, ნაპოლეონის ეპოქა თუ მსოფლიო ომების ასწლეული სავსეა პოლიტიკური პარადოქსებით, კურიოზებითა და კოლიზიებით. ოცდამეერთე საუკუნეა, მაგრამ მსგავსი მოვლენები დღესაც გრძელდება. თვალსაჩინოებისათვის შორს არ წავალთ: ჩვენი „უძღები შვილები“ - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ლიდერები ამას წინათ &bdq...
 
ექსპერტთა კლუბი
რუბრიკა: ასე იყო 200 წლის მანძილზე, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ? მარცხით დამთავრდა რუსეთის ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლების ყოველგვარი მცდელობა ზღუდეებში მოექციათ განსაკუთრებულ ცხელ წერტილებად მიჩნეული დაღესტანი, ინგუშეთი და ჩეჩნეთი იქ მიმდინარე მწვავე პროცესები. მოვლენათა განვითარება მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის დაძაბულობის ეპიცენტრი ყაბარდო-ბალყარეთისკენ ინაცვლებს. ამაზე მეტყველებს...
 
გოჩა გვარამია
ინტერნეტ გამოცემა "Georgia Times-Грузия Сегодня" საქმიანობაზე დაკვირვებისას უნებლიედ ჩერნომირდინის ცნობილი ფრაზა გახსენდება - "გვინოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის"... საერთოდ ასეთი დასახელებისა და ენობრივი სიის შერჩევა, მათ შორის ქართული, წინასწარ არის გათვალისწინებული მკითხველის შეცდომაში შეყვანაზე, თითქოს რესურსი ქართულია და გამოქვეყნებული მასალები ქართული საზოგადოები...
 
ექსპერტთა კლუბი
რუსეთის იმპერია, კავკასიაში ფეხის მოკიდების პირველი დღიდანვე განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდა ეროვნულობის, განსხვავებული აღმსარებლობის და დამოუკიდებელი აზრის ყოველგვარ გამოვლინებას. ხოლ სპარსული და თურქული გავლენის საბოლოოდ ამოძირკვის მიზნით დიდი შეზღუდვები დაუწესდა ისლამურ რელიგიას, რადგან იგი ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ კურსთან და იდეოლოგიასთან იყო გაიგივებული. "დაყავი და იბატონეს" და ხალხ...
 
სიმონ კილაძე
ამ რამდენიმე დღის წინათ, პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ აქტივისტების წინაშე გამოსვლისას, საქართველოსაგან განდგომილი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განცხადება გააკეთა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „აფხაზეთი უკვე ის აღარ არის, რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე იყო. დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებსო“, - თქვა მან და იქვე კიდევ ...
 
ირაკლი ცქიტიშვილი
მოჩვენებითი სიმშვიდე აფხაზეთში გრძელდება. „პარლამენტი“ განიხილავს ქართველი რეჟისორის ფილმს, ბაღაფში კითხულობს ყოველწლიურ მოხსენებას, ხაჯიმბა თამაშობს ოპოზიციის როლს. ყველაფერი ისეა, როგორც „ლონდონისა და პარიზის საუკეთესო სახლებში“. მაგრამ, არის კი ყველაფერი ასე? აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ერთ–ერთ უმთავრეს კოზირს წლების მანძილზე წარმოადგენდა ჩერქეზ ხალხთან ნათესაური კავშირ...
 
გოჩა გვარამია
მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობის ხელმძრვანელმა პუტინმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ თბილისში 5 ივლისს გაკეთებულ განცხადებას "ინტერნაციონალით" უპასუხა, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად დაიწყეს ქვეყნის №1 კაცისათვის "ბანის" მიცემა. ეტყობა რუს პოლიტიკოსებს არ სურდათ, რომ საკუთრი პოზიციები პუტინის გამოთქვამების ჩარჩოებს გასცილებოდა. როგროც იტყვიან, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსეს, თორემ ვინ იცი...
 
ექსპერტთა კლუბი
ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის სეპარატისტულ პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს. „პარლამენტში“ დაიბარეს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი ზურაბ მარშანია, რომელმაც „დეპუტატებს“ გააცნო დღეისათვის ამ სფეროში არსებული სავალალო მდგომარეობა. როგორც აფხაზური პრესა იტყობინება, რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინში არავინ ყო...
 
ლევან კიკნაძე
მ.წ. 16 ივნისს АИФ № 24-ში საველი კიშნეცკის სტატია „აფხაზური ატომური ბომბი“ გაგრძელებაა იმ საინფორმაციო ომისა, რასაც კრემლი ეწევა საქართველოს წინააღმდეგ და რომლის შესახებ არაერთხელ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება „ექსპერტთა კლუბს“. დასაწყისშივე უნდა ავღნიშნოთ, რომ ისევე როგორც სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, გამართლდა სტატიის შემკვეთების ვარაუდი და მყვირალა სათაურმა, როგორც ჩვენი, ალბათ ბე...
 
სიმონ კილაძე
(დასასრული. იხ. დასაწყისი) რასაკვირველია, აქვე აუცილებელია ვთქვათ, რომ ფერეიდანის საკითხი ძალზე ფაქიზია და მას ფრთხილად უნდა მოვექცეთ. `ბევრი ქართველი ჟურნალისტი ისე წერს ამ თემაზე, რომ არ ითვალისწინებს ფერეიდანის და ირანის სპეციფიკას. გამოიყენება არასათანადო ტერმინები, ითხზვება წარმოუდგენელი `სენსაციები.~ ამ დროს კი აუცილებელია, რომ ანგარიში გაეწიოს ირანში არსებულ წესებსა და გავრცელებულ ნორმ...
 
ჩვენთვის არცთუ უცნობი რაულ ხაჯიმბა ცდილობს აფხაზეთში დემოკრატი ოპოზიციონერის როლი ითამაშოს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, იგი გარკვეული პერიოდი ხელისუფლებას საპროტესტო განცხადებებით არ აწუხებდა, თუმცა, როგორც ”შეურიგებელ ოპოზიციონერს”, ამის საბაბი ნამდვილად გააჩნდა. რად ღირს თუნდაც ბაღაფშის საკადრო გადაწყვეტილებები, როდესაც მან თითქმის უცვლელი დატოვა ძველი შემადგენლობა, რომელს...
 
სიმონ კილაძე
- მე ვაიძულებ გურგანისა და შავი ზღვის ტალღებს უალერსონ მძლე ირანის სანაპიროებს... - მეფეთ-მეფეო, საქართველო არის გზა და ხიდი შავი ზღვისაკენ... - ალაჰ ილალაჰ, რუსთ თეთრი მეფე მყინვარებისა და ოსმალეთიც ვერ დამასწრებენ საქართველოს დამორჩილებას! შაჰ აბას პირველის საუბარი ვეზირთან საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი აქცენტები გაჩნდა - თბილისმა მზერა სამხრეთით, თეირანისაკენ მიმართა და ინტენს...
 
ირაკლი ცქიტიშვილი
„ექსპერტთა კლუბი“ ხშირად უთმობს ყურადღებას აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, კრემლის მცდელობებს აფხაზური თვითშემოქმედება მაქსიმალურად შეზღუდოს და საკუთარი თამაშის წესები დაამყაროს. ჩვენ ასევე ავღნიშნავდით, რომ აფხაზურ ე.წ. ჯარში ჩატარებული გენერალიტეტის ცვლა წარმოადგენს მხოლოდ პირველ ეტაპს მათი შემცირებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურებისთვის მათი დაქვემდ...
 
გიორგი წიკლაური
აფხაზეთში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა- მარიონეტული რეჟიმის ეკოლოგიისა და ბუნებით სარგებლობის კომიტეტმა შეაჩერა ,,ტყვარჩელ-ნახშირის” მუშაობა, რომელიც დაფუძნებული იყო თურქული საწარმო ,,ტამსაშის” ბაზაზე, და რომელიც ტყვარჩელის მთებში ნახშირის მოპოვებით იყო დაკავებული. აქამდე ოკუპირებულ რეგიონში არასოდეს ჰქონია ადგილი საწარმოს ნებაყოფლობითთ დახურვას, პირიქით, აფხაზები ხარობდნენ ომით დანგრეულ და გაჩან...
 
ირაკლი ცქიტიშვილი
2010 წლის 20 აპრილს მექსიკის ყურეში მოხდა ავარია ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე, რომელიც განთავსებული იყო ახალი ორლეანიდან (შტატი ლუიზიანა, აშშ) სამხრეთ–აღმოსავლეთით 210 კილომეტრის დაშორებით. დაიღუპა 11 ადამიანი. მთელი სანაპირო და მექსიკის ყურე დაიფარა ნავთობის სქელი ფენით. ყოვლედღიურად იღვრება წყალში 5 ათასამდე ბარელი ნავთობი. ეკოლოგებმა უკვე შეარქვეს ამ კატასტროფას "ნავთობის ჩერნობილი"....
 
სიმონ კილაძე
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების კრიტიკოსთა და აფხაზ სეპარატისტთა აქტიურ მხარდამჭერ თანამედროვე რუს ექსპერტ-პოლიტოლოგებს შორის გამოირჩევა ანატოლი ციგანოკი, სამხედრო და პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი, პოლკოვნიკის ჩინით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ანატოლი ციგანოკმა რუსეთის ელექტრონულ მასმე...
 
გოჩა გუნიავა
გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში წერდა: "მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და სრულ ერთიანობას საკუთარ თავთან. იგი აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მსოფლიოს ისტორიაში კი პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება". ასეთი კატეგორიული შეფასებები ა...
 
გიორგი წიკლაური
სერგეი ბაღაფშმა მთელი აფხაზური "გენერალიტეტი" დაითხოვა. დათხოვილია მთელი მარიონეტული სამხედრო ხელმძღვანელობა - ხუთი გენერალი, პოლკოვნიკები და სხვა მაღალი წოდების ოფიცრები. "ექსპერტთა კლუბი"-ს ინფორმაციით, სოხუმი ამ ნაბიჯზე მოსკოვიდან ზეწოლის გამო იქნა იძულებული წასულიყო, ვინაიდან კრემლი უკმაყოფილო იყო შექმნილი ვითარებით აფხაზურ სამხედრო ფორმირებებში, რომლებსაც რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო პროვ...
 
სიმონ კილაძე
შამბა-ნეპროშინის „აღმოჩენა“: აფხაზეთი 1920 წელს თურმე დამოუკიდებელი ყოფილა! აფხაზეთი საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების რევიზიის ერთ-ერთი პირველ მცდელობას წარმოადგენს ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინის ვრცელი ნაშრომი სათაურით „აფხაზეთი: სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი საფუძვლები“, რომელიც 2003 წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა. ნიშნადობლივია, რომ ...
 
სიმონ კილაძე
„სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ...“ საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელით - დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ და რუსეთის სახელით - საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ კარახანმა, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ორმხრივ ურთიერთობებში,...
 
გოჩა გუნიავა
ვეინახები ორი კავკასიელი ხალხის ჩეჩნებისა და ინგუშების ერთიანი სახელწოდებაა, რომლებსაც ერთი ისტორიული ძირი, ყოფისა და განვითარების ერთნაირი გზა და ცხოვრებისეული მიზანსწაფვა აერთიანებს. ამ ორი ხალხის ბოლო რამდენიმე საუკუნის ისტორიას რუსეთის იმპერიასთან თავგანწირული შეუწყვეტელი ბრძოლა განსაზღვრავდა. ამ დაუმორჩილებელი ხალხების ყველა ცნობილი პიროვნება ამ ბრძოლასთან არის დაკავშირებული და ყველა მათ...
 
სიმონ კილაძე
"მოქალაქენო! რუსეთს და საქართველოს შორის ზავის ხელშეკრულება დაიდო.... ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა სამართლიანმა საქმემ გაიმარჯვა და ჩვენმა ცდამ ნაყოფი გამოიღო... საზღვრების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოსთვის ხელსაყრელ პირობებში... არც რუსეთს და არც საქართველოს, თუ მათი მმართველი წრეები შეიგნებენ თავიანთი ხალხების ობიექტურ ინტერესებს, არ აქვთ სადაო საკითხები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელი არ იყოს მორიგ...
 
პაატა ცინცაძე
სულ რაღაც სამი წლის წინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეშიც ექნებოდა ადგილი აგრესიის ბაბისა და არსის ცინიკურ მანიპულირებას და რომელიმე დიდი სახელმწიფო "ორიგინალურ" დეფინაციას მოუძებნიდა საყოველთაოდ აღიარებულ და დამკვიდრებულ განმარტებებს. სწორედ ყველაფერი ეს იხილა მსოფლიომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან კონტექსტში, როდესაც მოსკოვი შეეცადა ქართული მხარე გამოეყვანა აგრესორ...
 
გოჩა გუნიავა
ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მწვავე მოვლენებს, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში, დაძაბული ყურადღებით ადევნებენ თვალს, როგორც მეზობლად მცხოვრები ხალხები, ისე მთელი რეგიონის ქვეყნები. ეს დაძაბულობა უპირველეს ყოვლისა ეხება საქართველოს, რომელიც პრაქტიკულად საომარ რეჟიმში იმყოფება იმ ქვეყანასთან, ვინც მისი ტერიტორიის ოცი პროცენტი მიიტაცა და ვის...
 
სიმონ კილაძე
ბოლო დროს ქართველი ოპოზიციონერების რუსეთში ვიზიტების ინტენსიურობა ძალზე გაიზარდა: მოსკოვში ერთი-მეორის მიყოლებით დადიან ან წასასვლელად ემზადებიან ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური... თუ გავითვალისწინებთ, რომ ომგადატანილ და დიპლომატიურ ურთიერთოებაგაწყვეტილ სახელმწიფოებს შორის ყოველ კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყოველ ვიზიტს თან საკმაო...
 
"ექსპერტთა კლუბი"
"ექსპერტთა კლუბი" თავის ადრინდელ პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუ როგორ ახორციელებდა მოსკოვი საქართველოში საკუთარი პოლიტიკის დასაყრდენის ძიებას და ახალ–ახალი ფიგურების გაძლიერებას. ჩვენ ავღნიშნავდით, თუ როგორ გათვლებს აკეთებდა თავის დროზე კრემლი შევარდნაძეზე, იგორ გიორგაძეზე, ასლან აბაშიძეზე, ზურაბ ნოღაიდელზე, და ვსვამდით კითხვას, ვინ იქნებოდა შემდეგი. კითხვა სავსებით ლოგიკურია, რადგან რუსეთ...
 
ექსპერტთა კლუბი
დღეს ძალიან ბევრი იწერება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ირგვლივ. არის მრავალი მოსაზრება. აქედან გამომდინარე, ამ მეტად მტკივნეული საკითხის მიმართ ბუნებრივია ვერც “ექსპერტთა კლუბი” რჩება გულგრილი და ვცდილობთ მოპოვებული მასალების, განვითარებული მოვლენების და ისტორიული გაკვეთილების ანალიზის საფუძველზე საქართველოს საზოგადოებას პერიოდულად მივაწოდოთ ჩვენი ხედვა ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით. აფ...
 
გოჩა გუნიავა
2009 წელმა გაუგონარი სისასტიკით გადაუარა ჩრდილოეთ კავკასიას და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს. რაც 2010 წლის დასაწყისში ასეთივე სიმწვავით გრძელდება. კრემლის მესვეურებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ აქ წყდება ქვეყნის ერთიანობის და ყოფნა-არყოფნის ბედი და რუსეთი კავკასიიდან არსად არ წავა. ამ მიზნით შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ახალი ფედერალური ოლქი, რის შედეგადაც ადიღე, მიუხედავად მათი დიდი პროტესტი...
 
"ექსპერტთა კლუბი"
თავიდანვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ ვაპირებდით, მაგრამ არსებულმა ვითარებამ, რომელიც ქვეყნისათვის საშიშ ფორმებს იძენს, გვაიძულა ამ პროცესებისადმი ჩვენი დამოკიდებულება გამოგვეხატა. საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, დასაბამიდან მუდამ საომარ რეჟიმში იმყოფებოდა. ხან გარეშე, ხან კიდევ შიდა მტრებს ებრძოდა, თუმცა საერთო მტრის...
 
"ექსპერტთა კლუბი"
80-იანი წლების ბოლოს მთელი მსოფლიოსათვის ნათელი გახდა, რომ უკვე გარდაუვალი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სახით, ხოლო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე გახდებოდა რუსეთი, რომელიც ყველანაირი ხერხებით შეეცდებოდა ახლადშექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე გავლენის შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე რუსეთის ს...
 
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილია და პრაქტიკულად ბაღაფშთან შეთანხმებულია რუსეთიდან აფხაზეთში რადიაქტიული ნარჩენების საიდუმლოდ შემოტანა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რადიაქტიული ნარჩენების სამარხებში შენახვა. ჯერ კიდევ არძინბას ხელისუფლების დროს იყო მცდელობა რუსეთიდან რადიაქტიული ნარჩენების შემოტანისა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რადიაქტიული ნარჩენებისთვის განკუთვნილ სამარხე...
 
გოჩა გუნიავა
ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის, დივერსიების, ადამიანების გატაცების და სხვა კრიმინალური ხასიათის არნახული მოვლენებით აღინიშნა უკვე ისტორიას ჩაბარებული 2009 წელი. ქართული საზოგადოება არასოდეს ყოფილა გულგრილი მეზობელი ხალხების ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებით და ეს, მარტო მათდამი კეთილგანწყობით არ იყო განპირობებული. კავკასია ერთი მთლიანი მეტად მგრძნობიარე ორგანიზმია და მისი ერთ ნაწილში დაწყებული ნეგ...
 
გოჩა გუნიავა
დაღესტნის პრეზიდენტმა მუხუ ალიევმა მახაჩკალაში უშიშროების სამსახურის თანამშრომლის დღისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ თათბირზე პირადად მიულოცა მათ ეს დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად 20 დეკემბერს აღინიშნება და განაცხადა, რომ რესპუბლიკის ძალოვანმა სტრუქტურებმა ქვეყნის მეტად რთულ ვითარებაში ძალა და ღონე არ დაიშურეს წესრიგის დასამყარებლად და მშვიდობიანი ატმოსფეროს შესაქმნელად. თავისი მოსაზრების დასამტკიც...
 
(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II) ზუსტად 20 წლის წინ 1989 წლის 21 ივლისს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა ინგლისელი ქართველოლოგის ჯორჯ ჰიუიტის ვრცელი პუბლიკაცია სათაურით "უცხოელის დაკვირვებანი აფხაზებისა და ქართველების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებაზე, ღია წერილი ქართველებს". ავტორი ხაზგასმულად მიუთითებს, რომ წერილი დაწერილია ინგლისში 1989 წლის 12 მაისს. ამ წერილმა ცეცხლზე ნავთის და...
 
გოჩა გუნიავა
ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესები რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. უფრო მეტიც, ეს რეგიონი რუსეთის მთლიანობის შენარჩუნების ქვაკუთხედად და ამ მთლიანობის ყოფნა-არყოფნის საკითხად აღიქმება. რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვაში დ. მედვედევმა მთელი ბლოკი დაუთმო ჩრდილო კავკასიაში შექმნილ ვითარებას და იმ საშიშროებას, რაც ქვეყანას ამ რეგიონიდან შეიძლება დაე...
 
რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა «Время новостей”-მ 2009 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა რუსეთის «სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის’’ თანამშრომლების, მ. ბარაბანოვის, ა. ლავროვისა და ვ. ცელუიკოს სტატიების კრებული «აგვისტოს ტანკები’’, რომელშიც, გამომცემლობის აზრით, 2008 წლის ომის «სუფთა’’ სამხედრო-მეცნიერული ანალიზია მოცემული. ავტო...
 
ექსპერტთა კლუბი
საქართველოს უშიშროების ორგანოებში საქმიანობა ყოველთვის ცენტრალიზებულად მიმდინარეობდა და მოსკოვიდან იმართებოდა. გამონაკლისს არც უწყების არქივის საქმისწარმოება წარმოადგენდა. უშიშროების ადგილობრივი ხელმძღვანელობა საარქივო ქვედანაყოფის თანამშრომლებს არჩევდა, ნიშნავდა, საჭიროების შემთხვევაში სხვაგან გადაჰყავდა და ათავისუფლებდა სამსახურიდან, მაგრამ მათი ყოველდღიური საქმიანობა საკავშირო სუკში შემუშავებ...
 
გოგი მაისურაძე
რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გნაცხადა, რომ რუსეთი კავკასიიდან არ წავა. ეს განცახადება მან რუსეთის მოქალაქეებთან პირდაპირი ეთერით საუბრის დროს გააკეთა. ქვეყნის მეორე პირის ასეთი განცხადება მალამოსავით დაედებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ,,მოღვაწე,, რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებიც თავდაუზოგავად ამუშავებენ თავიანთ ქვეშევრდომებს ზემოდან დაშვებული ...
 
გოჩა გუნიავა
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერორისტულმა აქტებმა წალეკა. შეშფოთებული მოსახლეობა ყოველდღე ახალი უბედურების მოლოდინშია. იღუპებიან ე.წ. ბოევიკები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იღუპებიან თითო-თითოდ და ჯგუფებად. მომხდარი ტერორისტული აქტების დიდი უმრავლესობა გაუხსნელია. ამდენად, უცნობი რჩება დანაშაულის მოტივიც და დამკვეთიც. სხვადასხვა კოდური სახელწოდებით ...
 
ლევან კიკნაძე, იგორ მეფარიშვილი
ამასწინათ ერთმა რუსმა გენერალმა ჟურნალისტებთან წაიტრაბახა, არმიელი სპორტსმენები აგრძელებენ შესანიშნავ ტრადიციებს და რუსული სპორტის ავანგარდში დგანანო. მაგალითისთვის მან 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა მოიყვანა, რომელზეც რუსეთის სპორტსმენთა 267-კაციანი დელეგაციიდან 201 არმიელი სპორტსმენი იყო. ერთი შეხედვით, საქმეში ჩაუხედავი კაცისთვის ეს ციფრები ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებისთვის ყველა სპორტკლუბზე მეტ...
 
გიორგი წიკლაური
მოულოდნელი მხრიდან მოვიდა დადასტურება „ექსპერტთა კლუბის“ მონაცემებისა ცხინვალის რეგიონში არსებული დემოგრაფიული და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ცნობილი რუსი ოლიგარქისა და დღევანდელი მარიონეტული რეჟიმის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ალბერტ ჯუსოევის მიერ დასახელებული ციფრები ძალიან ახლოსაა ჩვენს მონაცემებთან. 2 დეკემბერს გაზეთ „ვრემია ნოვოსტეიში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუ...
 
"ექსპერტთა კლუბი"
რუსულ წყალქვეშა ნავზე მომხდარმა ავარიამ საქართველოს სერიოზული საფრთხე ააცილა, - მიაჩნია "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელ გოგი მაისურაძეს. საქართველოს ნაპირებთან ახლოს რუსულ წყალქვეშა ხომალდ "ალროსაზე" მომხდარი ინცინდენტის კომენტირებისას, მაისურაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლელების წყალქვეშა ხომალდს შეეძლო სხვადასხვა სახის საბრძოლო დავალებების შესრულება და ძალზე სახიფათო ...
 
ვასილ კვირიკაშვილი, გოგი მაისურაძე
25 ნოემბრიდან ორი მნიშვნელოვანი მოვლენის საინტერესო თანხვედრას შეიძლება ვადევნოთ თვალი, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან. ამ დღეს პარიზში დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ორმხრივი სამთავრობო ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება. ეს იმას...
 
(გაგრძელება. იხ. ნაწილი I) უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უშიშროების კომიტეტში, როგორც ცენტრალურ, ასევე ავტონომიების სტრუქტურულ დანაყოფებში, კადრების გაცვლის მოტივით რუსი ეროვნების ოპერატიული თანამშრომლების გადმოყვანის პრაქტიკა ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაიწყო. კომუნისტური რეჟიმის ისეთ უერთგულეს პიროვნებასაც კი, როგორიც გენერალი ალექსი ინაური იყო, სხვადასხვა დროს პირველ მ...
 
გოგი მაისურაძე
რუსეთის გავლენიანი პოლიტიკოსებისა და სპეცსამსახურების დაკვეთით რუსული მედია საშუალებების მიერ პანკისის ხეობის ირგვლივ ატეხილმა მორიგმა აჟიოტაჟმა მართალია, მათთვის მთლად სასურველი შედეგები ვერ გამოიღო, მაგრამ ერთი კი ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსებმა ამით გარკვეული მესიჯი გამოგვიგზავნეს და თავისი გულისნადები კიდევ ერთხელ მოურიდებლად გაახმოვანეს. ამას მოჰყვა ჩვენი მოქალაქეების (მათ შორის მცირეწ...
 
გოგი მაისურაძე
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებს მთელი ცივილიზებული სამყარო დღემდე საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, რუსეთს ღიად მოუწოდებს საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ და კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებებისა და ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესრულებისაკენ. საპასუხოდ კრემლი ასევე ღიად ახდენს მთელი მსოფლიოს იგნორირებას, ასევ...
 
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ქართული საზოგადოება გამუდმებით სვამს კითხვებს: შეიძლებოდა თუ არა თავიდან ყოფილიყო აცილებული 90-იანი წლების სამოქალაქო ომი, აფხაზეთის და ცხინვალის მოვლენები, რომლებმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ადამიანი ერთმანეთს გადაკიდა და გააუბედურა საქართველოში და მთელს კავკასიაში? რა იყო მათი გამომწვევი მიზეზები? ადამიანთა პატარა ჯგუფების ახირება და ამბიციები? თავისი ინტე...
 
ვასილ კვირიკაშვილი
ამბობენ, რომ გენეტიკური თვალსაზრისით უნამუსობა ყოველთვის უფრო აქტიურია, ვიდრე ჭეშმარიტება. ამიტომაც, სიცრუეში, დეზინფორმაციაში, საზოგადოებრივი აზრით ჟონგლიორობაში ხელგაწაფულ რუს და ოს ვაიპოლიტიკოსებს ისე "მეცნიერულად" და "სიმართლის" მსგავსად შეუძლიათ ნებისმიერი დეზინფორმაციის წარმოაჩენა, რომ გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის იგი მართლაც დამაჯერებელი ხდება. იმასაც ამბობენ, რომ ასჯერ გამეორებუ...
 
გოგი მაისურაძე
გასული წლის აგვისტოს შემდეგ უკვე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე საბოლოო დამკვიდრებას და ამ რეგიონების საკუთარ სივრცეში სრულ ინტეგრაციას გეგმავს .ამაში ნათლად დავრწმუნდებით, თუ დავუკვირდებით კოკოითის, მედვედევის და პუტინის ბოლო დროინდელ განცხადებებს ცხინვალის რეგიონის მომავალ პერსპექტივებზე. კერძოდ, ცხინვალის რეგიონში თავისი პირვე...
 
გოჩა გვარამია
აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან პირველი შეთახმება ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ ოფიციალურად 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში გაფორმდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავიდანვე ყველა ოფიციალურ დოკუმენტს მხარეების სახით მხოლოდ საქართველო და რუსეთი აწერს ხელს. რაც შეეხება აფხაზეთის წარმომადგენლობას, რომელშიც როგორც სეპარატისტული, ასევე ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგე...