RSS
ისტორია
დავით მერკვილაძე
საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის ახალი საზღვრების გავლების შედეგად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი (მონასტრები: ბერთუბანი, უდაბნო და ნაწილობრივ ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. დღეს საზღვრის ეს მონაკვეთი არ არის დელიმიტიზირებული და ტერიტორია ამ სახელმწიფოებს შორის სადავოდ განიხილება. აზერბაიჯანის წარმომად...
 
ელგუჯა ჩიტაიშვილი
სამცხის რეგიონი უძველესი დროიდან საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, სადაც ცივილიზაცია ძვ.წ. III-ათასწლეულიდან ვითარდებოდა. სამცხის დემოგრაფიული მდგომარეობა საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევდა საქართველო აქ შემოსეულ მტერს. მიუხედავად მტრების მრავალგზის შემოსევისა, მოსახლეობის ძირითადი ელემენტი ისევ ქართული იყო. ეს გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ხშირად მტრი...
 
მზია ტყავაშვილი
XIX საუკუნეში, თითქმის ყოველი რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, მაჰმადიან კავკასიელთა მცირე ნაწილი სამშობლოს ტოვებდა და ერთმორწმუნე ოსმალეთში გადადიოდა საცხოვრებლად. სულ სხვა ვითარება შეიქმნა ჩრდილო კავკასიაში რუსეთის მიერ აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ (1859 წ.). რუსეთის ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკის (რაც კავკასიის ომის სწრაფი დამთავრების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად ადგილობრივი მოსახლეობისგ...
 
ლელა სარალიძე
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი ) საქართველოს ეროვნული მთავრობის დელეგაცია იმედს იტოვებდა, რომ ევროპის მმართველი წრეები შეეცდებოდნენ გენუის კონფერენციაზე დაესვათ საქართველოს საკითხი. თვით ევროპის სახელმწიფოები განსაკუთრებული და ერთიმეორის საწინააღმდეგო მიზნებით მიემგზავრებოდნენ გენუაში: ინგლისს საკუთარი ინტერესები ჰქონოდა რუსეთში; ინგლისის მმართველი წრეები მიისწრაფვოდნენ გავლენა მოეხდინათ რუსეთის ...
 
ლელა სარალიძე
ევროპელი დიპლომატების უმოქმედობამ უბიძგა რუსეთის ბოლშევიკურ ხელისუფლებას, რათა საქართველოზე თავდასხმა განეხორციელებინა. ჯერ კიდევ, 1920 წლის ბოლოს ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა საბჭოთა ელჩს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კავკასიას რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგის კრებაზე საქართველო არ მიიღეს ლიგის წევრად. საქართველოსთვის ერთა ლიგის კარები მომდევნო სესიამდე, ...
 
კახა კვაშილავა
( დასაწყისი ) 1992 წ. 14 აგვისტოს საქართველოს შინაგანი ჯარების ნაწილი, სარკინიგზო მაგისტრალების უსაფრთხოების დაცვის მიზ¬ნით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელ თავმჯდომარესთან შეთანხმებით, გადაადგილდებოდა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამის მიუხედავად, კოლონას ოჩამჩირის რ-ნის სოფ. ოხურეისთან ცეცხლი გაუსხნეს უკანონო შეიარაღებული სტრუქტურის – ე.წ. „აფხაზური გვარდიის“ &ndash...
 
კახა კვაშილავა
გასული საუკუნის 30-იან წლებში ცნობილმა ფრანგმა მოაზროვნემ, ფილოსოფოსმა, პოეტმა და ესეისტმა პოლ ვალერიმ ისტორიის შესახებ თქვა: „ისტორია ადამიანთა ერთ-ერთი სახიფათო გამონაგონია“. რა თქმა უნდა, ისტორიკოსებისათვის ეს შეფასება არცთუ სახარბიელოა და შეგვიძლია, მის ავტორსაც კი შევედავოთ. სამწუხაროდ, ბევრი ჟურნალისტი, კონფლიქტოლოგი თუ პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სწორედ ისტორიული მეცნიერება და ისტორ...
 
ვაჟა კიკნაძე
«აფხაზეთი 1992: პოსტკომუნისტური ვანდეა» 1993 წ. 1 აგვისტოს, იმ ხანად რუსეთის მეცნიერთა აკადემიის ეთნოლოგიისა და ეთნოლოგიური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა სვეტლანა ჩერვონაიამ დაწერა წიგნი, რომელიც საქართველოს XX ს-ის უმძიმეს პერიოდს მიუძღვნა. ამ წიგნს, თავის დროზე, ყუმბარის ეფექტი ჰქონდა. როგორც ავტორი წერს, იგი წინასწარ განწყობილი იყო იმ...
 
მზია ტყავაშვილი
...ჩვენ ერთ-ერთ სტატიაში უკვე გამოვთქვით მოსაზრება, რომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის დვალეთის ადმინისტრაციული გაყოფა XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან XIX საუკუნემდე, კერძოდ კი იოანე ბაგრატიონის მიერ "ქართლ-კახეთის აღწერამდე", უნდა მომხდარიყო, თუმცა შემდგომში მთელი რიგი დოკუმენტური მასალის გაცნობის შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ფაქტი შემდგომ შესწავლასა და ქრონოლოგიურ დაზუსტებ...
 
მზია ტყავაშვილი
ისტორიული დვალეთი მოიცავდა ნარ–მამისონის ქვაბულში მდებარე ექვს ხეობას: ზახას, ზრამაგას, ზროგოს, ნარას, ჟღელეს და კასარას. იგი 1859 წლამდე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. ამ წელს რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი ადმინისტრაციული რეფორმა განახორციელა ცენტრალურ კავკასიაში და ძირძველი ქართული სამფლობელო – დვალეთი, რომელიც საქართველოს რუსეთთან შეერთების მომენტისთვის ქართლ-კახეთის სამეფოს...
 
მზია ტყავაშვილი
რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელებზე თავისი პოლიტიკური გავლენის გასავრცელებლად სამხედრო ექსპედიციებისა და მიგრაციულ პოლიტიკასთან ერთად წარმატებით იყენებდა მისიონერულ მოღვაწეობასაც. XIX საუკუნის 10-იან წლებიდან დაიწყო ჩრდილოკავკასიელთა მასიური გამაჰმადიანება. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის გადაწყვეტილებით, მთიელთა შორის მარდლმადიდებლობის ქადაგებისთვის ორგანიზებული ხასიათის მისაცემად, 1814 წ...
 
ზურაბ პაპასქირი
კავკასიური ომი და მისი შედეგები კავკასია რუსული პოლიტიკური სამყაროს ინტერესების სფეროში მოხვდა ჯერ კიდევ კიევის რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე (IXს. II ნახევრიდან), როდესაც ცალკეული რუსული (რუს-ნორმან-ვარიაგთა) რაზმები ლაშქრობდნენ კასპიისპირეთში1. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლაშქრობები, ერთი შეხედვით, ნადავლის მოსაპოვებლად გამიზნული მეკობრული (ვარიაგ-ნორმანებისათვის დამახ...
 
გოგი მაისურაძე
ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს აკაკი ბაქრაძეს გასული საუკუნის 80 - იან წლებში დღიურში ჩაუწერია: ”...აფხაზების გამოცალკევების პრობლემა რუსული პრობლემაა, რადგან დაყოფის გზით იოლად შეუძლია რუსეთს კავკასიის გარუსება. კავკასია მრავალტომიანი, მრავალენიანი, მცირერიცხოვანი ხალხებით დასახლებული ქვეყანაა. მათი ერთიანობა რელიგიურ შეგნებას ემყარება. მაჰმადიანობას განდევნის, ქრისტიანობას მხარს...
 
ბეჟან ხორავა
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ქრისტიანობა საქართველოში I საუკუნის 50-70-იან წლებში მოციქულებმა _ ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. მატათა მოციქული საქართველოში, ზღვისპირა ციხე-ქალაქ აფსაროსში (ამჟ. გონიო) გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს, ხოლო სიმონ კანანელი ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ჯიქეთში აღესრულა და ციხე-ქალაქ ნიკო...
 
ირმა კვაშილავა
აფხაზეთის ტერიტორიის ადგილობრივი მოსახლეობის დადგენა, სამურზაყანოელების ეთნოკულტურული კუთვნილების ობიექტური შეფასება (და არა ფაქტების გაყალბება, და არც კვლევის ტენდენციურობის ურთიერთგადაბრალება) მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აფხაზურ - ქართული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. აფხაზ მეცნიერებს განსაკუთრებით აღელვებთ ზემოთხსენებული სამურზაყანოს მოსახლეობის საკითხი, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ დაადასტურ...
 
მზია ტყავაშვილი
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მუჰაჯირობის პროცესის შეჩერების მცდელობამ მხოლოდ მცირე ხნით შეაფერხა ოსმალეთში გადასახლების პროცესი. დაღესტანში მალევე განახლდა ოსმალეთში წასვლის სამზადისი. 1860 წლის მარტისთვის მექაში წასვლის ნებართვას უკვე დაღესტნელთა 3 ათასი ოჯახი ითხოვდა. ბარიატინსკი თურქეთში რუსეთის ელჩს ლობანოვ-როსტოვსკის 1860 წლის მარტში წერდა: «გადასახლების...
 
მზია ტყავაშვილი
ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) შემდეგ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წინაშე კავკასიის ომის სწრაფი დამთავრების საკითხი დადგა. კავკასიის მეფისნაცვალ ბარიატინსკისა და კავკასიის მარცხენა ფლანგის მთავარსარდლის გენ. ევდოკიმოვის პროექტის მიხედვით, ომის სწრაფი და სამუდამო დამთავრების ყველაზე ეფექტური მეთოდი კავკასიელთა დაბლობზე, რუსეთისთვის უკეთ კონტროლირებად რაიონებში, დიდ 250-300 კომლიან აულებად ...
 
გიორგი ჭეიშვილი
(გაგრძელება. იხ. ნაწილი I) XIX საუკუნის დასწყისის ქართველი მოღვაწეებისთვის საქართველოს მხარეებიდან დვალეთი (ნარა) ”ოვსეთია”, ლიახვის ზემო წელი – ”ოვსნი”, ხოლო ჯეჯორას ხეობა მთლიანად რაჭაა. ცვლილება ხდება ორონიმიაშიც: სეხნია ჩხეიძე სვერსა და მუგუთს შორის “მთა ოსეთისა”-ს უჩვენებს. ეს მთა, უნდა ვიფიქროთ, დიდი ლიახვის ზემო წელზე ოსთა გავრცელების სამხრეთ საზღვარს წარმოადგენდა. მართლაც, ვა...
 
გიორგი ჭეიშვილი
საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ისტორიულ მხარეებში უცხო ტომთა დამკვიდრება თუ ბატონობა ასახვას ჰპოვებდა, ხოლმე, ისტორიულ-გეოგრაფიულ ტერმინოლოგიაშიც. ქვეყნის საზღვრებზე ჩნდებოდა ეთნონიმური წარმომავლობის გეოგრაფიული სახელები: “სომხითი”, “ბორჩალო”, “ოსეთი” და სხვ., რომლებიც კარგად აჩვენებდა საქართველოს ცხოვრებაში მიმდინარე ეთნიკურსა და პოლიტიკურ ცვლილებებს. “ოსეთის” ცნების დამკვიდრება, ცხადია,...
 
ბეჟან ხორავა
შუა საუკუნეებში აფხაზეთი ქართული ეთნო-კულტურული და პოლიტიკური სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო. ვითარება შეიცვალა გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც მთის ჩამოწოლის შედეგად ამ მხარეში რადიკალური ეთნიკური ცვლილებები მოხდა. ჩამოსახლებულ დასავლეთ კავკასიის მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი ჩამოყალიბდა. XVI-XVIII სს. ქართული საეკლესიო საბუთებიდან კარგ...
 
ლია ახალაძე
წერილობითი კულტურის ძეგლები ეპიგრაფიკული ძეგლები დღევანდელი აფხაზეთის, როგორც მთლიანად დასავლეთ საქართველოს (ისტორიული აფხაზთა სამეფოს), ტერიტორიაზე შემორჩენილი წერილობითი ძეგლები სამ ენაზე გვხვდება: ქართულ, ბერძნულ და თურქულ ენებზე. ბერძნული და თურქული ძეგლები შემორჩენილია მხოლოდ წარწერების სახით. საქართველოში ბერძნული ეპიგრაფიკის ცნობილი მკვლევრის თ. ყაუხჩიშვილის მონაცემებით, თანამედროვე ა...
 
მზია ტყავაშვილი
რუსეთის საიმპერატორო კარმა 1801 წლის 12 სექტემბერს ქართლ-კახეთის სამეფო და ბაგრატიონთა სამეფო დინასტია გააუქმა. რუსული მმართველობის წინააღმდეგ საქართველოში გაიშალა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ბაგრატიონი უფლისწულები ხელმძღვანელობდნენ. ქართველმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ, რომ სპონტანური გამოსვლები მარცხისთვის იყო განწირული, ამიტომ სპარსეთთან, თურქეთთან და ჩრდილო კავკასიელებთან შეთ...
 
ლია ახალძე
ბ) საფორტიფიკაციო ნაგებობები, ხიდები, სასახლეები 1. ანაკოფიის ციხე-სიმაგრე. ივერიის მთა. სოხუმის რაიონი სოხუმიდან 20 კმ. დაშორებით, ივერიის მთის ერთ მონაკვეთზე მდებარეობს ისტორიული ანაკოფია, რომელსაც XIX საუკუნეში ახალი ათონი უწოდეს. ამ მთაზე ზღვის დონიდან 350 მეტრზე აღმართულია ანაკოფიის ციხე-სიმაგრის ციტადელი. ქართველი მემატიანის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით: «ზღვის კიდეზე არს ქალა...
 
ლელა სარალიძე
პასუხი ლ. ჯიოევის მიერ ცხინვალის რეგიონში გამომავალ გაზეთში - «რესპუბლიკა“ (2011 წლის 8 ივნისი) დაბეჭდილ სტატიაზე: «სამხრეთ ოსეთის გენოციდის 91-ე წლისთავი“ ადამიანის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს, თუმცა ლ. ჯიოევი ყოველგვარ ზღვარს გასცდა. სტატიაში იგი დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ «სამხრეთ ოსეთის გენოციდს, რომელიც 1920 წელს მოაწყო საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ, ივნისში 91 წე...
 
დიმიტრი შველიძე
(დასასრული, იხ. დასაწყისი) ყველაზე სუსტი და დაუსაბუთებელი ეს უკანასკნელი არგუმენტია, მაგრამ თვით მისი გამართლებაც კი იქნებოდა შესაძლებელი, რომ საბჭოთა რუსეთი მხოლოდ დახმარებით შემოფარგლულიყო, განემტკიცებინა ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება და გასულიყო საქართველოდან, ან მის მიერ დაკავებული სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიებიდან. იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ქართველი ბოლშევიკების ზე...
 
დავით მერკვილაძე
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) ა) ეპიფანცევი კიდევ მრავალი ხერხითა და ათასგვარი მაგალითების ცდილობს მკითხველს თავს მოახვიოს თავისი აბსურდული დასკვნა: თითქოს «საქართველოს ცხოვრება სპარსეთსა და ოსმალეთის იმპერიაში არც ისე ცუდი იყო და თუ წარმოვიდგენთ, რომ რაღაც ფანტასტიკური საშუალებით ქართველები აღმოჩენილიყვნენ რომელიმე სხვა ზესახელმწიფოს (сверхдержава) საზღვრებში, მათ ელოდათ ისეთივე ან შეიძლ...
 
დიმიტრი შველიძე
ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის კარგადაა ცნობილი ქართველი ბოლშევიკების განსაკუთრებული აქტიურობა საქართველოს ოკუპაციის მომზადებაში და განხორციელებაში. მსგავს მოვლენას ადგილი ჰქონდა უკრაინის, სომხეთის თუ სხვა პოსტმონარქიული რუსეთის იმპერიის ყოფილი მხარეების გასაბჭოების დროსაც, სადაც აგრეთვე გამოირჩეოდნენ ადგილობრივი წარმოშობის ბოლშევიკები. მათი ქართველი თანაპარტიელები გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ. სა...
 
დავით მერკვილაძე
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს ქართველი თავადაზნაურობის განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობას აღმოსავლეთ საქართველოში ირანელთა ბატონობის ხანაში. ამის დამტკიცებას კი შემდეგი არგუმენტებით ცდილობს: «ქართველი წარჩინებულები ორგანულად და თანასწორი უფლებით შედიან ირანის უმაღლეს ფენაში. გავრცელებული იყო დინასტიური ქორწინებები _ ბევრი ქართველი თავადის ქალი გამხდარა შ...
 
ლია ახალაძე
ხოფის (ხვაფის, იგივე ხუაფის) წმიდა ნიკოლოზის ტაძარი ხოფი, გუდაუთის რაიონი. 922-957 წწ. გუდაუთის რაიონის სოფ. ხოფში (ხუაფში) შემორჩენილია წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული ქრისტიანული ტაძრის ნანგრევები, რომელიც აგებულია აფხაზთა მეფის გოირგი II-ის მიერ 922-957 წლებში. ტაძრის ერთადერთი გადარჩენილი წარწერა მოგვითხრობს გიორგი II – ის მიერ წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობის ისტორიას. წარ...
 
დავით მერკვილაძე
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) «შაჰების დამოკიდებულებაზე საქართველოსადმი შეიძლება ვიმსჯელოთ იმით, რომ მათი ბრძანებითა და სახსრებით ქართლსა და კახეთში ინახებოდა ჯარი, რომელსაც ევალებოდა მთიელი ტომების თავდასხმებისგან საქართველოს საზღვრების დაცვა. თუ ეს ჯარი საკმარისი არ იყო, შაჰი აგზავნიდა დამხმარე ძალას. ქართული სამთავროებისაგან შეგროვებული გადასახადები იყო ისეთივე და ხანდახან ნაკლებიც როგ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(დასასრული, იხ. დასაწყისი) ...როგორც ზემოთ იყო მითითებული, გენ. ჯიჯიხიას პოზიციების დაკავება დღის სამ საათზე მტერმა მართლაც შეძლო, მაგრამ საღამოს 6 საათისათვის ქართულმა ჯარმა ეს პოზიცია ისევ დაიბრუნა. რაც შეეხება გენ. მაზნიაშვილს, თელეთ-მუხრანთან მტრისაგან გარღვეული ფრონტი მან საღამოს 6 საათსა და 40 წუთზე სრულად აღადგინა. თუკი იმავე მაზნიაშვილს დავეყრდნობით, 24 თებერვლის საღამოსთვის ქართულ ჯარ...
 
დავით მერკვილაძე
2009 წლის დასაწყისში რუსმა ექსპერტმა ანდრეი ეპიფანცევმა "პოლიტიკური სიახლეების სააგენტოს" ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა რუსული პოლიტიკისთვის დამახასითებელ იმპერიულ სტილში დაწერილი სტატია "იყო თუ არა საქართველო რუსეთის მოკავშირე? ქართული სახელმწიფოს გადარჩენის პოლიტიკური მოდელი", რომელშიც ავტორი ახდენს, რა ისტორიული ფაქტების თავისებურ ინტერპრეტირებას, ცდილობს წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური ამოც...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...ქართული ჯარის წინააღმდეგ 18-22 თებერვალს განხორციელებული შეტევითი ოპერაციები, XI არმიის ნაწილებმა მარცხით დაამთავრა. საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, მისი მოკავშირე თურქეთის ამოქმედებით, საქართველოსთვის სამხრეთის ფრონტის გახსნას შეეცადა. განსაცდელის წინაშე მყოფ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთის მთავრობამ ულტიმატუმით (22 თებერვალი) ართვინ-არდაგანის ოკრუგების დაცლ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) ...მას შემდეგ რაც XI არმიამ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს საზღვრები გადმოლახა (15 თებერვალი) და შეტევითი ოპერაციები განახორციელა, საზოგადოებისათვის ნათელი გახდა, რომ ქართველ მხედრობას ბრძოლა სომხებთან კი არა, საბჭოთა რუსეთის რეგულარულ არმიასთან უხდებოდა. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარის 17 თებერვლის ოფიციალურ მოწოდებაშიც იქნა ხაზგასმული. საქართველოს მოსახლეობ...
 
გოგი მაისურაძე
კავკასიის ომის (1817- 1864) თემას XIX ს. მეორე ნახევარსა და XX ს. დასაწყისში მრავალი მკვლევარი შეეხო, მათ შორის, ნ. დუბროვინი, ა. ზისერმანი, ვ. პოტო, რ. ფადეევი ს. ესაძე, და სხვა, რომლებმაც მდიდარ ფაქტობრივ მასალას მოუყარეს თავი. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ამ საკითხს იკვლევდნენ ს. ბუშუევი, ნ. სმირნოვი, ა. ფადეევი და სხვები. თუმცა, გარკვეული ხნის მანძილზე კავკასიელ მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი...
 
ლია ახალაძე
ცანდრიფშის ტაძარი. დაბა განთიადი, გაგრის რაიონი. VI_VII სს. გაგრის ჩრდილო-დასავლეთით, დაბა განთიადში ზღვის სანაპიროზე დგას ტაძრის ნანგრევები. ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური. ტაძარში მიკვლეულია მარმარილოს ფრაგმენტები, რომლებიც თარიღდებიან VI_VII საუკუნეებით. არსებობს მოსაზრება, რომლის ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 1920 წლის 17 დეკემბრის ნოტა. იგი საბჭოთა რუსეთის აგენტურის მიერ საზღვრებზე განხორციელებულ პროვოცირების კონკრეტულ ფაქტებზე (მოსაზღვრე სოფლებში შეჭრა, მცხოვრებთა დარბევა, ნეიტრალურ ზონაში ჯარის თავმოყრა და ა. შ.) მიაპყრობდა რუსეთის ხელისუფალთა ყურადღებას. ამასთან...
 
ლია ახალაძე
მიუსერის ტაძარი. მიუსერა, გუდაუთის რაიონი. VIII_IX სს. საქართველოს ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია მიუსერის ტაძარი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ჩრდილო _ დასავლეთ რეგიონში, კერძოდ გუდაუთის რაიონის სოფ. მიუსერაში. ტაძარი წარმოადგენს დიდ, მასიურ ნაგებობას, რომლის მაღალი კედლები გაფორმებული არის თაღოვანი კოლონადებით. დღეს იგი კამარაჩაქცეულია, ნაწილობრივ პერანგშემოძ...
 
ლია ახალაძე
ლიხნის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი ლიხნი, გუდაუთის რაიონი. Xს. გუდაუთის რაიონული ცენტრიდან 5 კმ. მანძილზე, შავიზღვისპირეთის დაბლობზე მდებარეობს სოფ. ლიხნი, რომლის შუაგულში აღმართულია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი _ ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი. იგი ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. მოგვიანებით ტაძრისთვის დასავლეთით, ჩრდილოეთი...
 
ლია ახალაძე
ილორის წმიდა გიორგის ტაძარი სოფ. ილორი, ოჩამჩირის რაიონი. XI ს. I მეოთხედი ოჩამჩირიდან 3 კმ. მანძილზე მდებარეობს სოფ. ილორი, რომლის შუაგულში აღმართულია XI საუკუნის I მეოთხედის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ილორის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო ცენტრსა და სალოცავს წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, «ზღვის კიდეზედ. . . არს ილორს...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) …ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი საქართველოს ატანა საბჭოთა რუსეთისთვის შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, რუსეთი ძალისმიერი ფორმის გამოყენებას, იმ ეტაპზე თავს არიდებდა და უპირატესობას დიპლომატიურ ზეწოლას ანიჭებდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ბათუმთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი იქცევს. საკითხი ინგლის-საქართველოს არარსებული საიჯარო ხელშეკრულე...
 
ექსპერტთა კლუბი თავის მკითხველს სთავაზობს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ორი მცირე მოცულობის დოკუმენტის ასლს, რომლებიც 1844 წლით არის დათარიღებული. фонд 2, опись 1, дело №11180 Собственной Его Императорского Величества Канцелярии временное отделение по делам Закавказского Края г.C.Петербург. 30 ноября 1844г. №692 Милостивый Государь Александр Иванович Г.Военный министр по Высочайш...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) …საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევის დაჩქარებას ითვალისწინებდა ქართველი ბოლშევიკების მიერ 1920 წლის მაისისათვის დაგეგმილი საყოველთაო აჯანყებაც. ისინი რომ მოსკოვის ხელისუფალთა შეკვეთას ასრულებდნენ, ამის აშკარა დადასტურებას რკპ(ბ) – რუსეთის კომუნისტური პარტია (ბოლშევიკების) – კავკასიის სამხარეო კომიტეტის (1919 წლის 15 აგვისტო), კავკასიის საერთო ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) …ასეთი პრეამბულის შემდეგ, იგივე სტატია ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებას გამართლებულად მიიჩნევდა და მკითხველ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიანიშნებდა იმ გარდუვალი საფრთხის შესახებ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა. «უდიდესი განსაცდელის წინაშე ვდგევართ! – ვკითხულობთ გაზეთში - წესიერება ერთი მთავარი საფუძველია ამ განსაცდელისაგან თავი...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) როცა საკითხი ამგვარად დგას, პირველ რიგში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, – რატომ არ გამოხატავდნენ ქართველი ბოლშევიკები ერის ინტერესებს… ...ამ შემთხვევაში გასარკვევია საქართველოს კომუნისტური პარტიის ეროვნული შე-მადგენლობა და ის ძალა, რომელსაც იგი ეყრდნობოდა. გაზეთ «ერთობაში» გამოქვეყნებულ მოწინავე წერილში «რისთვის გვდევნიან» აღნიშნუ...
 
ლია ახალაძე
ა. საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლები (გაგრძელება) 7. გაგრის ბაზილიკა. ქალაქი გაგრა. VI ს. ადრეშუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, რომელიც გაგრის ტერიტორიაზე მდებარე ძველი ციხესიმაგრის ნარჩენების ცენტრში მდებარეობს. წარმოადგენს ადრექრისტიანულ ბაზილიკას. ტაძარი აგებულია ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით და VI _ VIII საუკუნეებში საქართველოში გავრცელებული სამნავი...
 
ლია ახალაძე
საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლები (გაგრძელება) ბესლეთის მონასტერი. ბესლეთი, სოხუმის რაიონი. XI ს. ბესლეთის მონასტერი მდებარეობს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში ცნობილი თაღოვანი ხიდიდან 200 მეტრის დაშორებით. მონასტრის ძირითადი ნაგებობა - ტაძარი თითქმის დანგრეულია და მიწის ზემოთ ძლივს ჩანს. ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით კლდესთან ახლოს მდებარეობს დიდი ნაგებობა, რომლის პირველ სართულზე განლაგებული ი...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...თუ რა ორგანიზებულად ეწეოდნენ ბოლშევიკები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას საქართველოში, ამის შესახებ საინტერესო მასალას გაზეთ «ერთობაში» გამოქვეყნებული მთავრობის განცხადება – «კომუნისტების კონტრრევოლუციონური გამოსვლები» იძლევა. მასში ყურადღება სამ ძირითად საკითხზეა გამახვილებული: 1) საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლშევიკების მიერ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) …სინამდვილეში ეს მუხლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ თუკი რუსეთთან დადებული ხელშეკრულების დამატებითი ნაწილის II მუხლი ზაქათალას ოკრუგს, როგორც ზემოთაც გვქონდა მითითებული საქართველოს შემადგენელ ნაწილად აცხადებდა, ხოლო შერეულ კომისიას განსახილველად ამ ოკრუგში მდებარე სადაოდ ქცეული მხოლოდ ზოგიერთი პუნქტის კუთვნილების საკითხის გადაწ...
 
ლია ახალაძე
წებელდის წმინდა ეკატერინეს ხატი, XI ს. XIX საუკუნის 80-იან წლებში წებელდაში გრაფინია პ. უვაროვამ აღმოაჩინა ხატი, რომლის ცენტრალურ ნაწილში მთელი სიმაღლით გამოსახულია წმ. ეკატერინე. ფოტოზე ხატის დაზიანების გამო წმინდანის ცალი ხელი ჩანს. წმ. ეკატერინეს ნიმბის ორივე მხარეს ამოკვეთილია გამოსახულების განმარტებითი წარწერა «წ(მიდა)Á ეკ(ა)ტ(ე)რინე». ხატის ქვედა ჩარჩოს კიდეზე ამოკვე...
 
ლია ახალაძე
საეკლესიო დანიშნულების ნივთები და მათი წარწერები ილორის წმინდა გიორგის სახელობის ხატი (1572-1582 წწ) გვიანი შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს ილორის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ბედიელი მთავარეპისკოპოსის კირილე ჟუანისძის დაკვეთით დაამზადებინა ოდიშის მთავარმა გიორგი დადიანმა (1572 _1582 წწ). ხატზე აღბეჭდილია წმ. გიორგის პირველი სასწაულმოქმედების სცენა. ხატი თავ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...სომხეთის გასაბჭოება მხოლოდ 1920 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა. იმ შემთხვევაში თუ გენერალ გ.კვინიტაძის მიერ შემოთავაზებული გეგმით იმოქმედებდნენ, საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელთა და სომეხთა მხრიდან ქართული ჯარის უსაფრთხოების გარანტია უნდა ჰქონოდა. აზერბაიჯანელებისგან ამის მიღწევა შეუძლებელი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ბოლშევიკებს ქვეყანა ...
 
გოგი მაისურაძე
1921 წლის მარტში საბოლოოდ დამთავრდა დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გასაბჭოება და წითელი ჯარის ნაწილები შავი ჭირივით მოედო ქვეყნის მთელ მიწა-წყალს. ვ.ლენინის თაოსნობით მოფიქრებული და სტალინ-ორჯონიკიძის ხელშეწყობით შექმნილი საქართველოს რევკომი მთელი გულმოდგინებით შეუდგა ბოლშევიკური რუსეთის იმპერიული ზრახვების სისრულეში მოყვანას. პირველი ღონისძიებანი, რომლებიც რევკომმა განახორციელა, საქართვ...
 
ლია ახალაძე
ოჩამჩირის რაიონი. ბედიის ტაძრის წარწერები ბედიის სამონასტრო კომპლექსიდან სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია მრავალრიცხოვანი ქართული წარწერები. კლასიფიკაციის მიხედვით ისინი შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ: ლაპიდარული, ფრესკული და ჭედური წარწერები. I. ლაპიდარული წარწერები: 1. სვიმეონ გალატოზთუხუცესის წარწერა, 2. ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის წარწერა, 3. კონსტანტინე მეფეთა მეფის ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...ხელშეკრულებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მხედველობაში გვაქვს ამ ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარის გ.ჩიჩერინისადმი გაგზავნილი რადიო-ტელეგრამა. ამ დოკუმენტების მიხედვით: 1) სომხეთი, თბილისის გუბერნიის შემადგენელი, –ბორჩალოსა და ახ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...აღნიშნული ფაქტი თუკი სინამდვილეს შეესაბამება, გამორიცხული არაა, რომ ხელშეკრულებაში ზოგადი სახით ჩადებული ფორმულირება, საქართველოს სახელისუფლებო ჯარის შემადგენლობაში არშემავალი (ე.ი. უცხო) საჯარისო ნაწილების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ, საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, ინგლისის დიპლომატიურ წრეებთან ყოფილიყო შეთანხმებული. მითუმეტეს: ა) იმ ეტაპზე რუსეთსა...
 
ლია ახალაძე
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში, ილორის წმიდა გიორგის ტაძარი შველას ითხოვს. ახლახან ტაძარს ჩაუტარდა ე. წ. „სარესტავრაციო სამუშაოები“, რომლის შედეგად უგუმბათო, აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობის ნაცვლად მივიღეთ გაურკვეველი სახის ნაგებობა, რომელსაც ე.წ. რუსული გუმბათი ადგას. მე-18 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით, „არს ილ...
 
ავთანდილ სონღულაშვილი
გამოხმაურება ანდრეი ეპიფანცევის სტატიაზე „К вопросу о добровольности вхождения Абхазии в Россию“ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს გამოკვეთილი საერთაშორისო ფუნქცია და არა უბრალოდ რომელიმე ძლიერ სახელმწიფოს სჭირდებოდეს იგი თავისი მიზნების განსახორციელებლად. მხოლოდ მაშინ არის მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე მყარი და სტაბილური, მხოლოდ მაშინ იქცევა ის ნამდვილ სახელმწიფოდ. ამიტომაც არა აქვთ პოლიტიკურ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) (გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...თუ რამდენად განხორციელებადი აღმოჩნდებოდა ეს იმედები, იგი პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე იყო დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, ქვეყნის იურიდიულად აღიარების დაჩქარების თვალსაზრისით, რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათივე მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველ...
 
ლია ახალაძე
ახალი ათონის წმ. პანტელეიმონის ტაძარი ახალი ათონი. გუდაუთის რაიონი. 1875 წ. წმ. პანტელეიმონის ტაძარი 1875 წელს, ივერიის მთაზე ათონის მთიდან (საბრძნეთიდან) მოსულმა ბერებმა დააარსეს. ეკლესიის მშენებლობა 1883-1896 წლებშიც გრძელდებოდა. დასავლეთ კორპუსის ცენტრში აღმართულია 50 მეტრიანი სამრეკლო საათით. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია. სამონასტრო კომპლექს...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...რაც შეეხება უშუალოდ ხელშეკრულებას, იგი პრეამბულის, 16 მუხლისა და ორი დამატებითი ნაწილისაგან შედგება – 1) „ცალკე საიდუმლო დამატება ხელშეკრულებისა რუსეთსა და საქართველოს შორის“(ორი მუხლი) და – 2) „რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება“. აღნიშნულ დოკუმენტთან მიმართებაში, შევეცდებით წი...
 
ლია ახალაძე
I. არქიტექტურული ნაგებობანი a. საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლები აფხაზეთის ტერიტორიაზე აღრიცხულია დაახლოებით 80-მდე საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი თუმცა ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში მათ შესახებ არსებობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. გარდა ამისა, ზოგიერთი ძეგლის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა ადგილზე მყოფ ინფორმატორთა მ...
 
ლია ახალაძე
XX საუკუნეში აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევა გაფართოვდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს ძიება, ძირითადად, მაინც აღწერილობითი ხასიათისა იყო. ამ ტიპის ნაშრომებს მიეკუთვნება აფხაზი მხარეთმცოდნეების ა. ავიძბას, მ. ბერულავასა და ვ. ფაჩულიას წიგნები: საბჭოთა პერიოდში ძველ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას იკვლევდა აფხაზი მეცნიერი ა. კაცია. მას ეკუთვნის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...ამ ფონზე უთუოდ ყურადღებას იქცევს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 აპრილის სხდომაზე ნ. ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა: „ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება, – აცხადებდა იგი – ნიშნავს ჩვენს აზერბაიჯანად გახდომას, ბოლშევიკურ-ოსმალური იმპერიალიზმის საქართველოში გაბატონებას. აზერბაიჯანის გზაზე ჩვენი შედგომა, მისი პოლიტიკური მრწამსის მიღე...
 
ლია ახალაძე
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც საქართველოს სხვა ისტორიულ რეგიონებში, შემორჩენილია მდიდარი ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობა, რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შემორჩა, როგორც სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ისტორიულ _ კულტურული ერთიანობისა და სულიერი გაუტეხელობისა. საქართველოს ისტორიულ რეგიონებს შორის აფხაზეთი წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ჩრდილო _ დასავლეთ კარიბჭეს, რომელიც ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი) ...აღნიშნულ სტატიაში, მეფის დროინდელი და საბჭოთა რუსეთის იდეოლოგიურ– პოლიტიკური ხაზის ურთიერთდაპირისპირების მიუხედავად, მათი იდენტურობაა აღიარებული. ამის ერთ-ერთ ნიმუშად გაზეთი „ინოროდცებისადმი“ დამოკიდებულებას ასახელებდა. მისი თქმით, ორივე რუსეთი არარუსი ერების სურვილსა და მისწრაფებებს იგნორირებდნენ, ხოლო დაპყრობის პოლიტიკის გატარებას მისაღებად თვლ...
 
გოგი მაისურაძე
რუსეთის თვითმპყრობელურმა იმპერიალისტურმა სახელმწიფომ ამიერკავკასიაში მყარად ფეხის მოკიდების შემდეგ, გეგმაზომიერად წარმართული მზაკვრული საქმიანობითა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკით ყველაფერი იღონა ორი ხალხის – ქართველთა და აფხაზთა მრავალსაუკუნოვანი და კეთილმეზობლური ურთიერთდამოკიდებულების საძირკველის შესარყევად. ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები: ი.ჭავჭავაძე, ა.წერე...
 
ვასილ კვირიკაშვილი
დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ურთულესი სფერო საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობა იყო. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რომ რუსული ორიენტაცია ქვეყნის დაღუპვას მოასწავებდა. ამიტომ, პრიორიტეტს დასავლურ ორიენტაციას ანიჭებდნენ. მიუხედავად ამისა, ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა რუსეთთან თანამშრომლობისთვისაც მზად იყო, თუმც...
 
ვასილ კვირიკაშვილი
"დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია" რუსული ანდაზა (დასასრული. იხ. ნაწილები V, VI, III, II, I) ...ტუნისელი იბნ-ჰალდუნი (1332-1406 წლები) წერს: "კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობს ხაზარებისა და ალანების მიწები" (ალემანი 2003: 341). "მეექვსე კლიმატის მეხუთე სექციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ალანების ქვეყანა, მისი მთავარი დასახლებით, სავტალი, რომელიც მდებარეობს შავ ზღვაზე; ჩრდილოეთით...
 
ვასილ კვირიკაშვილი
"დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია" რუსული ანდაზა (გაგრძელება. იხ. ნაწილები IV, III, II, I) ...ჩვენი პრობლემისათვის მნიშვნელოვანია ირანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის - სულთანიის არქიეპისკოპოსის იონე III-ის ჩანაწერები, რომელსაც თავისი ნაშრომი 1404 წელს დაუმთავრებია. მის თხზულებაში დიდი რაოდენობის ისტორიული და ეთნოგრაფიული ცნობებია დაცული ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხების შესახებ. როგ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
"დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია" რუსული ანდაზა (გაგრძელება. იხ. ნაწილები III, II, I) ...შედარებით ვრცლად მოგვიხდება შეჩერება სტრაბონის (ძვ.წ. 64/3-ახ. წ. 23 წწ.) თხზულებაზე. სტრაბონი პირველი ავტორია, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის როქსოლანებისა და აორსების შესახებ. ბერძენი გეოგრაფი როქსოლანებს, აორსებსა და იაზიგებს კიბიტებში მცხოვრებლებად მოიხსენიებს. როქსოლანების შესახებ აღნიშნავს,...
 
ვასილ კვირიკაშვილი
დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია რუსული ანდაზა (გაგრძელება. იხ. ნაწილები II, I) ...კიდევ ერთხელ შევაჯამოთ მოკლედ ის მონაცემები, რომლებიც ზემოთ იქნა მოყვანილი: IV საუკუნის ბოლოსათვის ალანები (ოსთა წინაპრები) კავკასიის არც ერთ რეგიონში არ ცხოვრობდნენ; ამ დროისათვის ისინი მხოლოდ მომთაბარე მეურნეობას ეწეოდნენ და რჩენის ერთ-ერთი საშუალება მხოლოდ ლაშქრობები, ბინადარი ხალხების ძარცვა იყო; ა...
 
ვასილ კვირიკაშვილი
დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია რუსული ანდაზა (გაგრძელება. იხ. ნაწილი I) გერმანელი მეცნიერი იუდიგერ შმიტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჰუნების და, შემდეგ, მონღოლების ზეწოლით, ალანები თანდათან შერეკილ იქნენ კავკასიის მთებში: «Под натиском народов, двигавшихся в западном направлени (сначала гунов, позднее монголов и других), аланы со временем были постепно оттеснены в горные районы...
 
ვასილ კვირიკაშვილი
"დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია" რუსული ანდაზა ბოლო ორი-სამი ათეული წელიწადია არაქართველთა მიერ მიზანმიმართულად ხდება საქართველოში ოსთა მიგრაციის ისტორიის გაყალბება, ქართულ-ოსური ეთნოისტორიული ურთიერთობების დამახინჯება. დადგენილია, რომ ოსური ეთნოსის გადმოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში მოხდა: დვალეთში - XVII საუკუნეში და შიდა ქართლის მთიანეთში - XVIII საუკუნის შ...
 
გოგი მაისურაძე
XIX საუკუნის II ნახევარში რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საქართველოს ისტორიული მიწების ათვისება-კოლონიზაცია. ამ პროცესს ჩვენი აზრით, აფხაზი და რუსი ავტორები თავიანთ „ნაშრომებში” შეგნებულად თუ უნებლიედ არაობიექტურად და სრულიად დამახინჯებულად წარმოაჩენენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თითქოს სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ქართველების მიერ აფხაზეთის „დაპყრობა“, მათი „შეჭრ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
...საქართველომ თავის სახელმწიფოებრივ ძლიერებას XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში მიაღწია. ამ პერიოდში იგი ახლო და შუა აღმოსავლეთში უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა, რასაც მნიშვნელოვანწილად მისი მოსახლეობის რაოდენობაც განაპირობებდა. მართლაც, 1254 წელს, მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 8 მილიონი კაცი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართვ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
ჩემს ნაშრომში გაშუქებულია ქართულ – ოსური კონფლიქტის ანატომია, ქართული და უცხოური ლიტერატურული წყაროებისა და ოფიციალური დემოგრაფიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე განხილულია საქართველოში XVII-XIX საუკუნეებში ოსების ჩამოსახლებისა და ცხინვალის ძირძველი მოსახლეობის საკითხები, ნაჩვენებია ოსი დილეტანტი "მეცნიერების" აბსურდული მოსაზრება “სამხრეთ ოსეთის” 1774 წელს რუსეთთან შეერთების შესახებ, მათ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
...ეხებოდა რა აღნიშნულ საკითხს, მიწათმოქმედების მინისტრი ნ.ხომერიკი ხაზგასმით წერდა: "განაპირა ადგილები ყველა თითქმის უკლებლივ დასახლებულია არაქართული ელემენტებით, რომელნიც... ხშირად მტრულ განწყობილებას იჩენენ რესპუბლიკისადმი, დაწყებული მეხადირიდან, რესპუბლიკა რკალივით გარსშემორტყმულია ან უცხო ტომის ხალხით, ან კიდევ ისეთებით, რომელნიც შეგნებით ქართველნი არ არიან და არც მაინცა და მაინც სიყვარულს ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(იხ. დასაწყისი) ...ყოველი წლის ზაფხულობით როკის ხეობიდან ჩამოსული შეიარაღებული ოსების ცხინვალზე თავდასხმა და მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა რომ აღეკვეთათ, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საუღელტეხილო ხეობებში არსებული ოსური სოფლის მოსახლეობის აყრა და საქართველოს სხვა კუთხეებში ჩასახლება ერთად–ერთ გამოსავალ საშუალებად მიიჩნია. რაც შეეხება ოსების ნამოსახლარს, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურე...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(იხ. დასაწყისი) ...პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორები თავიანთ მოსაზრებებს ყოველგვარი დაფარვის გარეშე ამბობდნენ და იმავდროულად შექმნილი ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალი გზებისა და საშუალებების ძიებას ცდილობდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს გაზეთ "სახალხო საქმეში" ახალგორელის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი "ოსური საფრთხე" იქცევს. "რა ვუყოთ იმ ხალხს – კითხულობს ა...
 
ვასილ კვირიკაშვილი
საქართველოში მცხოვრები ოსების მიმართ საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა დაკვეთამ - ქართული სახელმწიფოს დამხობის მიზნით, ქვეყნის საომარ მდგომარეობაში შეგნებულად ჩაყენება – პრინციპულად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი. მითუმეტეს, რომ იმ დროისათვის საქართველოში რეალურად არსებობდა სამოქალაქო ომის გაჩაღებისა და მისი პერმანენტულად გაგრძ...
 
გოგი მაისურაძე
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს მიწა-წყალზე ოსები სახლდებიან ჯეჯორის ხეობის სათავეში (კუდარო) და ქსნის ხეობის სათავეში (ჟამური). ჟამურში ოსთა მიგრაცია ხდებოდა, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან, ისე დიდი ლიახვის ხეობის მთიანი ზოლიდან. ცნობილი ოსი მეცნიერი ვასილ აბაევი აღნიშნავდა, რომ ქსნის ხეობაში ოსები სულ ორასი წლის დასახლებული არიანო (აბაევი, 194...
 
ვასილ კვირიკაშვილი
ოსების გაძლიერებას და გათავხედებას ხელი შეუწყო საქართველოს რევკომმა, როდესაც 1921 წლის 13 მარტის სხდომაზე დაადგინა გადაედო 1 მილიარდი მანეთი და სათანადო სამშენებლო მასალა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" აღსადგენად, რომელიც რევკომის აზრით "განადგურებული იყო მენშევიკების ჯარებისაგან აჯანყების დროს". სწორედ ამ დღეს დაადგინეს შეექმნათ "სამხრეთ ოსეთის" რევკომი, რომელშიც მხოლოდ ოსი ეროვნების წარმომადგენლები იქნ...
 
გოგი მაისურაძე
საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ხელმძღვანელთა დამოკიდებულება აფხაზეთის საკითხებისადმი 1918-1921 წლებში და მათი მიგრირების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების წლებში მცირერიცხოვანი ეთნოსების მიმართ განხორციელებული ექსპერიმენტები საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე 4 დღით ადრე, 1921 წლის 21 თებერვალს ქვეყნის კანონიერმა ხელისუფლებამ მოასწრო დაემტკიცებინა საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომლი...
 
ვასილ კვირიკაშვილი
ზოგიერთი ოსი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ოსები უძველესი დროიდან ცხოვრობენ შიდა ქართლში, ანუ ე.წ. ყოფილ "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" ტერიტორიაზე. თუ ეს ასეა, მაშინ მათ კულტურას უნდა დაეტოვებინა თუნდაც მცირე ნაკვალევი ამ მიწაზე. მაგრამ ის არსად არ არის: ყველაფერი, რაც ე. წ. "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე აღმოჩნდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად და ყველაფერი რაც ხელოვნებათმცოდნეების მიერ შემჩნეული...
 
გოგი მაისურაძე
(გაგრძელება ) რუსეთის ოფიციალური წრეების დამოკიდებულება აფხაზების კულტურული მემკვიდრეობისადმი და ქართული ინტელიგენციის როლი მის გადარჩენაში. 1868 წელს რუსული მმართველობის ოფიციალური გადაწყვეტილებით, აფხაზური ენა განუვითარებელ ენად გამოცხადდა, ,,... მას არა აქვს დამწერლობა, ამ ენაზე არ არსებობს არც რელიგიური და არც საერო ლიტერატურა, ამიტომ აფხაზები უნდა სწავლობდნენ და ლოცულობდნენ რუსულად, ა...
 
ვასილ კვირიკაშვილი
ცხინვალის რეგიონში ქართული არმიის შესვლას საბჭოთა რუსეთის მთავრობის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ჩიჩერინი საპროტესტო ნოტით გამოეხმაურა: "... ჩვენ შეშფოთებით გავიგეთ, რომ სამხრეთ ოსეთში, სადაც გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკა, ასეთი ხელისუფლების მოსპობისათვის გაგზავნილია ქვეითი ჯარები. თუ ეს სწორია, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ გაიწვიოთ თქვენი ჯარები ოსეთიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ოსეთს ისეთი ხ...
 
გოგი მაისურაძე
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყნების დაპყრობით იმპერიები ერთდროულად რამდენიმე მიზანს აღწევენ, კერძოდ: ამ დროს ყველაზე არსებითად მიიჩნევა ახალი ტერიტორიების მიერთება, წიაღისეულისა და სხვა მატერიალური სიმდიდრის ხელში ჩაგდება, გეოსტრატეგიული და სამხედრო პოზიციების გამყარება-გაუმჯობესება, დემოგრაფიული სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლა და სხვა. აღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია დაპყრობილი მოსახლ...
 
როლანდ თოფჩიშვილი
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების შესწავლა განსაკუთრებით აქტუალური უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში გახდა. ამ პერიოდში არაქართველთა მიერ, ორი მეზობელი ეთნოსის ისტორიის კვლევა ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ავტორები მიზანმიმართულად ცდილობენ ისტორიის გაყალბებას და ფალსიფიცირებას. ფალსიფიცირება კი მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება _ გაამართლონ მავანთა უსაფუძვლო პრეტენზიები ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში ტყით სარგებლობის პრაქტიკა გარკვეულ საბაბს ქმნიდა ქართველთა და ოსთა დაპირისპირებისათვის. მაგალითად, სოფელ ავლევში მცხოვრებ ოსებს, რომლებიც ხიზნის უფლებებით იყვნენ აღჭურვილი, შეეძლოთ უფასოთ ესარგებლათ ტყით. აბორიგენი, ქართველი გლეხები კი ამ უფლებას მოკლებულნი იყვნენ. ტყის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო თანხის გამონახვის მიზნით, სოფ...
 
ვასილ კვირიკაშვილი
წერილობით წყაროებში, სამეცნიერო შრომებში, პუბლიცისტურ თუ მხატვრულ ლიტერატურაში მეტნაკლები ღირებულების ცნობებია აღბეჭდილი ოსებისა და ოსეთის შესახებ. ამ ცნობების დიდი ნაწილი გვაუწყებს ქართველი ხალხისადმი ოსთა უდიერ დამოკიდებულებას, რაც უმთავრეს შემთხვევაში დაუნდობლობითა და მტრული ქმედებით აღინიშნებოდა. ამაზე მეტყველებენ ვახუშტი ბაგრატიონის, გერმანელი მეცნიერის, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის აკადე...
 
თამაზ ბერაძე
2007 წელს სოხუმში გამოიცა აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე - О. Х. Бгажба, С. З Лакоба, Истороия Абхазии с древнейших времен до наших дней, Сухум, 2007. წიგნის ანოტაციაში ავტორები გვპირდებიან, რომ ისინი ადრე ცნობილი საისტორიო მასალის და უკანასკნელი ხანების არქეოლოგიური გათხრების შედეგების და ახლადგამოვლენილი დოკუმენტური მასალის შეჯერებით გადმოგვცემენ აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობის სრულყ...
 
გოგი მაისურაძე
2008 წლის რუსულ–ქართულმა საომარმა მოქმედებებმა ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს სხვა მხარეებში,რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა აღიარებამ მთელ მსოფლიოს აშკარად დაანახა რუსეთის ჭეშმარიტი სახე და ამ სახელმწიფოს შეუფარავი იმპერიული ზრახვები პატარა ქვეყნის–საქართველოს მიმართ. სრულიად ნათელი გახდა, რომ დემოკრატიის ლოზუნგებს ამოფარებული რუსეთი დღემდე ა...