RSS
ჩერქეზები გენოციდის დღის აღსანიშნავად ემზადებიან
21.04.2012 11:32

თურქეთში მომქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ «ჩერქეზეთის პლატფორმამ» მოუწოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ჩერქეზებსა და მათ ორგანიზაციებს ერთდროულად, ერთიანი ლოზუნგებით და გაერთიანებული ფრონტით აღინიშნოს ჩერქეზების გენოციდის დღე 21 მაისი.

არის მცდელობა, რომ ამ თარიღის აღნიშვნა მოხდეს დაკნინებულად, სხვადასხვა დროს, განსხვავებული ლოზუნგებით, ზოგიერთი ავტორიტეტული ლიდერის გვერდზე გაწევით და სხვა. 21 მაისის რეზონანსულად აღნიშვნაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მრავალრიცხოვანნმა საზღვარგარეთულმა ორგანიზაციებმა, რომელთა ერთიანობა «წმინდა კავშირად» უნდა იწოდებოდეს.

- უნდა შევახსენოთ აგრესიული და მოძალადე ცარისტული რუსული სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სამშობლოდან გააძევეს ან გაანადგურეს ჩერქეზების 90%, ჩერქეზი ერი მაინც განაგრძობს არსებობას და ის აუცილებლად აღადგენს თავის სახელმწიფოს – ნათქვამია მოწოდებაში.

«ჩერქეზეთის პლატფორმა» აქციებს იწყებს ქ.სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე 15 საათზე, საიდანაც პლაკატებით გაემართებიან რუსეთის საკონსულოს შენობისკენ.

მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ჩერქეზულ ორგანიზაციებს ანალოგიური საპროტესტო აქციები გამართონ ყველა იმ ქვეყნებში, სადაც ფუნქციონირებს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
ეუთო კონფლიქტისპირა რაიონებში არსებული მდგომარეობის გამო შეწუხებულია
18.06.2013 18:12
შსს-ში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
18.06.2013 10:58
შსს-მ დასავლეთ საქართველოში იარაღის სამალავებს მიაკვლია
17.06.2013 15:56
ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი იქ ჩატარებული კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური
17.06.2013 15:55
ოკუპანტებმა მოქალაქეების გადადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდეს
17.06.2013 11:56
შსს ორსანტიაში ოკუპანტებმა თენგიზ ყურუა დააკავეს
16.06.2013 17:42
ავღანეთში გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაკრძალეს
13.06.2013 18:36
შსს-მ ტერაქტი მომზადების სტადიაზე აღკვეთა
13.06.2013 14:16
ყველა სიახლე