ცხინვალის ადმინისტრაციის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი როგორც ჩანს ოკუპირებულ რეგიონში ელექტორატისათვის მიცემულ სიტყვას ასრულებს და თავის ადმინისტრაციაში მოჰყავს ძველი, "გამოცდილი კადრები", რის დასტურადაც უდაოდ მის აპარატში უკვე განხორციელებული პირველი დანიშვნები გამოდგება.
ცხინვალის ბეჭდვითი მედიის ცნობით, დღეს, 23 აპრილს ლეონიდ თიბილოვის ბრძანებულებით, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ბორის ჩოჩიევი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ახალ დანიშვნამდე ბორის ჩოჩიევს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში "პრეზიდენტის" სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ხოლო წინა წლებში ის ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, "ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების "შერეული საკონტროლო კომისიის“ სამხრეთოსეთურ ნაწილს თავკაცობდა.
|