RSS
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი აფხაზებმა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს
25.04.2012 12:13

აფხაზურმა რეჟიმმა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი გენერალი ანჯეი ტიშკევიცი. ამის შესახებ საუბარია აფხაზური საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოხუმში თვლიან, რომ ტიშკევიჩი სუბიექტურად ეკიდება თავის მოვალეობებს, უსაფუძვლოდ ითხოვს მისიის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შეურაცხყოფას აყენებს "აფხაზ ერს".

აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ომი ჯერ კიდევ ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდის დასრულების შემდეგ გამოუცხადა. უკვე მაშინ სოხუმი, რომელიც რუსული საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ახმოვანებდა, აცხადებდა, რომ სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნა დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფუძვლოა, მიუხედავად იმისა, რომ მისიის მანდატის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება (მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც), უნდათ ეს სეპარატისტებს თუ არ უნდათ.

ამავე დროს, არ უშვებენ რა სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოხუმი მისგან ითხოვს თავის ანგარიშებში ჩართოს ის ინციდენტები, რომელთა გამოძიების უფლებას მისიას თავად სოხუმი არ აძლევს.

სწორედ ასეთ იურიდიულად კაზუსურ სიტუაციაში სოხუმი, თითქოს უჩვენებს რა რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ, აცხადებს ბატონ ტიშკევიჩს პერსონა ნონ-გრატად. მოსკოვის ასეთი ქმედებების მთავარი მიზეზი კი (სწორედ მოსკოვის, და არა სოხუმის), ჩვენი აზრით, მდგომარეობს მოსკოვის სურვილში მათთვის სუბიექტივიზმის დაბრალებით როგორმე გაამართლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების არ დაშვება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების რაზმი ოქუმის სკოლაში შეიჭრა
24.05.2013 16:54
პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს მოაწერა ხელი
24.05.2013 12:57
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
გალის ქართული მოსახლეობა აფხაზური სკანდალის ეპიცენტრში
21.05.2013 12:26
პრეზიდენტმა ვანუატუს პრემიერს აფხაზეთის აღიარების უკან წაღებისთვის მადლობა გადაუხადა
20.05.2013 19:06
ყველა სიახლე