RSS
რუსეთში შარიატი "ძალიან ნეგატიურად" აღიქმება
25.04.2012 17:58

რუსეთის მუსულმანთა ლიდერები რუსეთის ფედერაციაში ადვოკატ დაგირ ხასავოვის შარიატის სასამართლოების ლეგალიზაციის იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

როგორც სააგენტო "Интерфакс"-ს მუსულმანთა ცენტრალური სასულიერო სამმართველოს მეთაურმა, რუსეთის უმაღლესმა მუფტიმ ტალგათ ტადჟუდინმა განუცხადა, ქვეყანაში "არის თავისი სასამართლო სისტემა, და მუსულმანები როგორც რუსეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები, იმით სარგებლობენ". მისი სიტყვებით, "რუსეთის მუსულმანებს შორის სადაო საკითხების განხილვაში შესაძლო წვლილი მუფტიატებს შეაქვთ".

იმავდროულად მოსკოვის მუფტიატის მეთაურმა ალბირ კარგანოვმა განაცხადა, რომ "რუსეთში არაერთი საუკუნეა არსებობს რელიგიური მოსამართლეების - ყადიების ინსტიტუტი. რუსეთის მუსულმანებს გააჩნიათ საშუალება მიმართონ მათ, ვიდრე ისინი წავლენ სამოქალაქო სასამართლოში". მას სრულიად "შესაძლებლად მიაჩნია" რელიგიური და სამოქალაქო სისტემების ასეთი ერთიანობა. ხოლო რაც შეეხება შარიატს, კარგანოვის სიტყვებით, ის მისაღებია მხოლოდ რელიგიურ სახელმწიფოებში - ისეთებში, როგორიცაა: ირანი, საუდის არაბეთი და კატარი. ხოლო რუსეთის მაღალ საზოგადოებაში შარიატი "ძალიან ნეგატიურად" აღიქმება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
გალის ქართული მოსახლეობა აფხაზური სკანდალის ეპიცენტრში
21.05.2013 12:26
პრეზიდენტმა ვანუატუს პრემიერს აფხაზეთის აღიარების უკან წაღებისთვის მადლობა გადაუხადა
20.05.2013 19:06
სააკაშვილი: მოვა დრო, როცა რუსეთიც უკან დაიხევს აღიარების კუთხით
20.05.2013 18:58
ნატო ქართულ პარტიებს კოჰაბიტაციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
20.05.2013 18:53
ყველა სიახლე