RSS
ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან სტავროპოლის მხარეში კაზაკურ ოჯახებს ჩამოასახლებენ
26.04.2012 10:22

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში ნებაყოფლობით გადმოსახლების სამთავრობო პროგრამის თანახმად, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან სტავროპოლის მხარის აღმოსავლეთ რაიონებში, რომლებიც დაღესტანსა და ჩეჩნეთს ესაზღვრება, ჩამოასახლებენ რუსულენოვან კაზაკურ ოჯახებს. სტავროპოლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო წლებში ეს ადგილები "უცხო კულტურის ზეწოლით" დატოვა რუსულენოვანმა მოსახლეობამ და დაიკავეს დაღესტნელმა მწყემსებმა.

ამ გეგმის პარალელურად სტავროპოლისა და ნევინნომისკის მართლმადიდებლური ეპარქიის ხელმძღვანელობამ "აღმოსავლეთ ზონაში" სულიერი ცხოვრების აღორძინების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლამდე ამ რეგიონში 24 მართლმადიდებლური ტაძრის და დამატებით 51 სასულიერო პირის გაგზავნის შესახებ.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებასა და მათ დაფინანსებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საპატრიარქო და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ადმინისტრაცია ალექსანდრე ხლოპონინის მეთაურობით.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
გალის ქართული მოსახლეობა აფხაზური სკანდალის ეპიცენტრში
21.05.2013 12:26
პრეზიდენტმა ვანუატუს პრემიერს აფხაზეთის აღიარების უკან წაღებისთვის მადლობა გადაუხადა
20.05.2013 19:06
სააკაშვილი: მოვა დრო, როცა რუსეთიც უკან დაიხევს აღიარების კუთხით
20.05.2013 18:58
ნატო ქართულ პარტიებს კოჰაბიტაციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
20.05.2013 18:53
ყველა სიახლე