RSS
აშშ ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის ჯგუფების მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
26.04.2012 13:50

რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, აშშ ყველა მხარეს მოუწოდებს გააგრძელონ მუშაობა ჟენევის ფორმატში დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ჯგუფებში. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს ქართველ ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებდათ იქონიებს თუ არა გავლენას ჟენევის მოლაპარაკების პროცესზე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, გენერალ ანდჟი ტიშკევიჩის "პერსონა ნონ-გრატად" გამოცხადება.

სახელმწიფო დეპარტამენტში მწუხარება გამოხატეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასეთი მნიშვნელოვანი მისია თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამასთან, აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასიც გამოეხმაურა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროპელი დამკვირვებლები ხელს უწყობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დაზუსტებული ინფორმაციების მოპოვებაში.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
პეტრიაშვილი – ქართული მხარე ტიშკევიჩის გაწვევის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა
19.06.2013 13:34
ოკუპარტების მიერ დაკავებული თემურ გიგაურის მშობლებმა დახმარებისთვის ზურაბ ჩხეიძეს მიმართეს
19.06.2013 13:10
ოკუპანტებმა დაკავებული თენგიზ ყურუას სანაცვლოდ ოჯახს 30 ათასი რუბლი მოსთხოვეს
19.06.2013 11:06
ეუთო კონფლიქტისპირა რაიონებში არსებული მდგომარეობის გამო შეწუხებულია
18.06.2013 18:12
შსს-ში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
18.06.2013 10:58
შსს-მ დასავლეთ საქართველოში იარაღის სამალავებს მიაკვლია
17.06.2013 15:56
ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი იქ ჩატარებული კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური
17.06.2013 15:55
ოკუპანტებმა მოქალაქეების გადადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდეს
17.06.2013 11:56
ყველა სიახლე