დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება პირველი აფხაზურ-რუსული ფორუმი "აფხაზეთი და რუსეთი: საზოგადოებრივი დიალოგის განვითარებისაკენ", რომლის მიზანს "რუსეთსა და აფხაზეთს შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, მეცნიერების, მედიის, სპორტის, რელიგიათაშორისი დილაოგის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობა" წარმოადგენს, იტყობინება "ИТАР-ТАСС"-ი.
ფორუმის ფარგლებში რამოდენიმე, მათ შორის რელიგიათმცოდნეების, ისტორიისა და არქეოლოგიის სადისკუსიო ჯგუფი იმუშვებს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში "ზევიდან მითითებით" სწორედ ამ სახის ღონისძიებების შედეგად ხდებოდა სხვადასხვა ხალხების ისტორიის გადაწერა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. უკანსკნელი ათწლეულების მანძილზე მონაწილე მხარეების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს, მათ შორის მისი ცალკეული რეგიონების ისტორია წარმოადგენდა, რომელსაც დღემდე "ჭრიან და კერავენ" კრემლის ჩინოვნიკების მიმდინარე ინტერესების შესაბამისად.
|