მოსკოვში 44 წლის აფხაზეთის მაცხოვრებელი თავის თანამზრახველებთან ერთად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. დამნაშავეები მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის მაღალჩინოსნებთან კარგი ურთეირთობების არსებობის საბაბით დაზარებულს სოციალური პროგრამით ურიგოდ ბინის მისაღებად 6 მილიონ რუბლს სძალავდნენ.
როგორც მოსკოვის სამართალდამცავის ტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, დამნაშავეების გამოვლენა და მათი დაკავება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც დაზარებულმა დახმარებისათვის მილიცის რაიონულ განყოფილებას მიმართა.
დაკავებულების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით - "თაღლითობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით", რაც ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად მიმდინარეობს დაკავებულთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დამატებითი ეპიზოდების დადგენა.
|