RSS
საქართველოს ინციდენტებზე პრევენციის მექანიზმების შენარჩუნების იმედი აქვს
30.04.2012 18:22

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ფორმატი შენარჩუნდება. რაც შეეხება მკვლელობების ფაქტების გამოძიებას, რომელსაც აფხაზური მხარე აყენებს, საქართველო საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამგვარ ფაქტებს გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი და ისინი კრიმინალურ დაჯუფებებს შორის დაპირისპირებებს წარმოადგენენ.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც შევძელით მოგვეპივებინა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება იყო, რომელსაც მსხვერპლი ახლდა თან. აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ და შემდგომში შოთა უტიაშვილის განყოფილებას გადაეგზავნება, რის შემდეგ იგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში იქნება განხილული. ამასთან, ძლიერ დასანანია, რომ მოსკოვმა და დეფაქტო ხელისუფლებამ ჩთვალეს, რომ ამგვარი მექანიზმი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

ჩვენ მივმართავთ თხოვნით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ჩართული და დაინტერესებული არიან ამ პროცესში. ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მექანიზმი მომავალში გაარძელებს მუშაობას იმ ფორმატში, რომელიც თავიდანვე იქნა დაგეგმილი", - განაცხადა კალანდაძემ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
პეტრიაშვილი – ქართული მხარე ტიშკევიჩის გაწვევის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა
19.06.2013 13:34
ოკუპარტების მიერ დაკავებული თემურ გიგაურის მშობლებმა დახმარებისთვის ზურაბ ჩხეიძეს მიმართეს
19.06.2013 13:10
ოკუპანტებმა დაკავებული თენგიზ ყურუას სანაცვლოდ ოჯახს 30 ათასი რუბლი მოსთხოვეს
19.06.2013 11:06
ეუთო კონფლიქტისპირა რაიონებში არსებული მდგომარეობის გამო შეწუხებულია
18.06.2013 18:12
შსს-ში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
18.06.2013 10:58
შსს-მ დასავლეთ საქართველოში იარაღის სამალავებს მიაკვლია
17.06.2013 15:56
ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი იქ ჩატარებული კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური
17.06.2013 15:55
ოკუპანტებმა მოქალაქეების გადადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდეს
17.06.2013 11:56
ყველა სიახლე