RSS
რუსეთთან მიერთება კიშინიოვში გლოვით აღნიშნეს
07.05.2012 18:00

კიშინიოვის მერიამ გამოიტანა დადგენილება გლოვის ნიშნად ქალაქში 16 მაისს სახელმწიფო დროშების დაშვების შესახებ. მერის აპარატის უფროსი ლილიან კარპი იტყობინება, რომ ეს აქცია დაკავშირებულია ბუქარესტის სამშვიდობო ზავის მე–200 წლისთავთან. მერიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნული დადგენილებით მოლდოვეთის დედაქალაქის მთავრობას სურს მოსახლეობისათვის რუსეთ–თურქეთის პაქტის არახელსაყრელი შედეგების დემონსტრირება.

ამ გადაწყვეტილებით კიშინიოვის მერიამ მხარი დაუჭირა „გაერთიანების საბჭოს“ ინიციატივას – ორგანიზაციას, რომელიც გამოდის მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების ინიციატივით, და რომლის წევრებმაც (ორი ქვეყნის პოლიტიკოსებმა, კულტურის მოღვაწეებმა და მეწარმეებმა) მოლდოვის ხელისუფლებას ა.წ. მარტის ბოლოს მოუწოდეს 16 მაისი, რუსეთის იმპერიის მიერ 1812 წელს ბესარაბიის ოკუპაციის ნიშნად, გამოცხადებულიყო ეროვნული გლოვის დღედ.

აღნიშნული ზავი ხელმოწერილ იქნა რუსეთ–თურქეთის ომის დასრულების შემდეგ 1812 წლის 16 მაისს. მისი მიხედვით ბესარაბია, რომლის უმეტესი ნაწილი შეადგენს თანამედროვე მოლდოვის ტერიტორიას, შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ხოლო მე–XX საუკუნის დასაწყისში ბესარაბია შეუერთდა რუმინეთს. 1940 წელს, სსრკ–სა და გერმანიის შორის დადებული თავდაუსხმელობისა და აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროების გადანაწილების პაქტის მიხედვით, საბჭოთა ხელისუფლებამ დაიბრუნა რეგიონზე კონტროლი და მის ტერიტორიაზე შექმნილი იქნა მოლდოვეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
პეტრიაშვილი – ქართული მხარე ტიშკევიჩის გაწვევის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა
19.06.2013 13:34
ოკუპარტების მიერ დაკავებული თემურ გიგაურის მშობლებმა დახმარებისთვის ზურაბ ჩხეიძეს მიმართეს
19.06.2013 13:10
ოკუპანტებმა დაკავებული თენგიზ ყურუას სანაცვლოდ ოჯახს 30 ათასი რუბლი მოსთხოვეს
19.06.2013 11:06
ეუთო კონფლიქტისპირა რაიონებში არსებული მდგომარეობის გამო შეწუხებულია
18.06.2013 18:12
შსს-ში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
18.06.2013 10:58
შსს-მ დასავლეთ საქართველოში იარაღის სამალავებს მიაკვლია
17.06.2013 15:56
ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი იქ ჩატარებული კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური
17.06.2013 15:55
ოკუპანტებმა მოქალაქეების გადადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდეს
17.06.2013 11:56
ყველა სიახლე