ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი “მემორიალი” აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცემა მასალები ჩრდილოეთ კავკასიელი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
საქმე ეხება ადამიანების მკვლელობას, გატაცებას, წამებას და გაუპატიურების ფაქტებს. ასეთი შემთხვევები ბოლო ხანებში დაფიქსირებულია: ყაბარდო-ბალყარეთში _ 15, დაღესტანში _ 7, ჩეჩნეთში _ 6, ინგუშეთში _ 6, ჩრდილოეთ ოსეთში _ 3.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრიდან მიღებულ მასალებზე მათი შესწავლის შემდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ როცა საკითხი ეხება ძალოვნებს, მათი განხილვა იშვიათად ხდება.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო კომიტეტის ამ საკითხისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ერთერთი მთავარი მიზეზია ძალოვნების განუკითხავი და თავაშვებული ქმედებისა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში.
|