ცხინვალის სასმელი წყლის ხარისხი მისი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თქმის საშუალებას იძლევა, - განაცხადა ადგილობრივ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანების კეთილდღეობის კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კოჩიევამ.
ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყლის ხარისხი, რომელიც ცხინვალელებს მიეწოდება წყლის მაგისტრალის ქსელების მეშვეობით, ბაქტეოროლოგიური მაჩვენებლებით მოთხოვნებს არ შეესაბამება 89% შემთხვევაში, ხოლო ქიმიურით - 35% შემთხვევაში. ასეთი წყლის მოხმარება წინასწარი ადუღების გარეშე არ შეიძლება, - ხაზი გაუსვა კოჩიევამ.
ავღნიშნავთ, რომ წყალმომარაგების ახალი სისტემის შექმნა ე.წ. "სამხრეთ ოსეთისათვის" მრავალმილიარდიანი რუსული დახმარების ნაწილს შეადგენდა, რომელთა რეალიზებაც უკვე მეოთხე წელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე მიმდინარეობს.
|