8 მაისს თურქეთის ქალაქ კაისერში საზოგადოებრივი მოძრაობა "ჩერქეზული ინიციატივის" თაოსნობით ჩატარდა მიტინგი და დემონსტრაცია იქ მცხოვრები ადიღური წარმოშობის მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც მოითხოვდნენ ქვეყნის საერთო-საგანმანათლებლო სკოლებში ჩერქეზული ენის შესწავლისთვის სათანადო პირობების შექმნას. აქციაში მონაწილეობა მიიღო 1500 მეტმა ჩერქეზმა. მიტინგზე სიტყვით გამოსულმა ყაბარდო-ბალყარეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ვალერი ხატაჟუკოვმა განაცხადა, რომ ჩერქეზული ენის შესწავლის პრობლემა დღეისთვის აქტუალურია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრები ადიღელებისთვის და ყველა მათგანმა უნდა აიტაცოს თურქეთში მცხოვრები თანამემამულების ეს ინიციატივა.
აქციაზე აღინიშნა ისიც, რომ თურქეთში დღეისათვის მიმდინარე ლიბერალური გარდაქმნების ფონზე ასეთი მოთხოვნების წამოყენება დროულია და ქვეყნის ხელისუფლება გაგებით შეხვდება მას.
|