RSS
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადიან
10.05.2012 12:50

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავლენ. ისინი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის "საგარეო საქმეთა მინისტრს" შეხვდებიან.

დელეგაციის შემადგენლობაში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს თავმჯდომარეობის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი არიან.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს სერგი კაპანაძეს შეხვდნენ.

მანამდე კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ.

მხარეები ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-20 რაუნდზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მახაჩკალაში ტერორისტმა-თვითმკვლელმა ქალმა შსს-ს შენობასთან თავი აიფეთქა
25.05.2013 14:55
საოკუპაციო ხაზის დამრღვევთათვის სანქციები გამკაცრდა
25.05.2013 13:30
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების რაზმი ოქუმის სკოლაში შეიჭრა
24.05.2013 16:54
პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს მოაწერა ხელი
24.05.2013 12:57
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
ყველა სიახლე