დაინიშნა ცხინვალის რეჟიმის დაცვის ახალი უფროსი. ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მურატ გუჩმაზოვი დღეს წარუდგინა. ამასთანავე ბორის ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ "უახლოეს დროში უწყებაში ჩატარდება ტესტირება, რომელიც გამიზნული იქნება ამ სტრუქტურის შემდგომ ოპტიმიზაციაზე".
როგორც სააგენტო "რეს"-ი იუწყება, განკარგულება გუჩმაზოვის დანიშვნის შესახებ თიბილოვის მიერ ხელმოწერილ იყო ჯერ კიდევ 5 მაისს. მეორე განკარგულებით, იმავე დღეს გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან დაცვის წინა უფროსი ელბრუს გაბაევი.
|