RSS
სოჭში ტერაქტებს ბასაევის ცოლის ძმა გეგმავდა
10.05.2012 17:32

სოჭში ტერორისტული აქტების აღკვეთის ფარგლებში აფხაზეთში დაკავებული იქნა ცნობილი საერაშორისო ტერორისტის, ’’ აფხაზეთის გმირის’’ შამილ ბასაევის ცოლის ძმა. საუბარია გუდაუთაში დაპატიმრებულ რუსტან გიცბაზე, რომელიც, როგორც ’’Апсныпресс’’– ი იუწყება არის იმარატ კავკაზას – აფხაზეთის ჯამაათის ხელმძღვანელი.

როგორც იუწყებიან, სწორედ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშში ა.წ. 4–5 მაისს აღმოჩენილი იქნა სამალევები დიდი ოდენობის იარაღით, საბრძოლო მასალებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსტან გიცბა არის 2007 წელს გუდაუთაში მოკლული აფხაზი იმამის ჰამზათ (როკი) გიცბას ძმა. ჰამზათ გიცბა შამილის დაჯგუფებაში შედიოდა, რომელიც 1992–1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ხოლო 1996 წელს ჰამზათ გიცბა თურქეთის პორტ ტრაბზონში ’’შამილის შვილიშვილის’’ დაჯგუფების შემადგენლობაში ბორანის „Авразия’’ –ს გატაცებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ბორანზე 200 მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ტერორისტები რუსი–მძევლების დახვრეტითა და გემის აფეთქებით იმუქრებოდნენ, ვიდრე არ შეწყდებოდა სოფელ პერვომაისკოეს შტურმი, სადაც ყიზლიარში ჩატარებული ტერორისტული აქტის შემდეგ სალმან რადუევის ალყაშემორტყმული დაჯგუფება იმყოფებოდა.

თურქული ხელისუფლებისათვის ჩაბარების შემდეგ ჰამზათ გიცბა თავის ამხანაგებთან ერთად ციხეში აღმოჩნდა, საიდანაც 1997 წელს ჩეჩენ ზუბაროევთან ერთად გაიქცა. მანამდე ერთი თვით ადრე, სექტემბერში ციხიდან გაიქცა „შამილის შვილიშვილების’’ თავკაცი – აფხაზი აბას მუჰამედ თოქჩანი (თუქ–იპა) და დაჯგუფების სხვა წევრები.

ჰამზათ გიცბასა და ამჟამად დაკავებულის რუსტან გიცბას ბიძაშვილი – ინდირა ჯენია, შამილ ბასაევის ერთერთი ცოლი იყო.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების რაზმი ოქუმის სკოლაში შეიჭრა
24.05.2013 16:54
პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს მოაწერა ხელი
24.05.2013 12:57
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
გალის ქართული მოსახლეობა აფხაზური სკანდალის ეპიცენტრში
21.05.2013 12:26
პრეზიდენტმა ვანუატუს პრემიერს აფხაზეთის აღიარების უკან წაღებისთვის მადლობა გადაუხადა
20.05.2013 19:06
ყველა სიახლე