ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო კომისარიატის უფროსი ბესიკ კირთაძე გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის დაწიოკებას აგრძელებს.
როგორც "ივერონს" რაიონიდან აცნობეს, კირთაძე ყოველდღე აკითხავს იმ ოჯახებს, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის ახალგაზრდები ცხოვრობენ.
"კირთაძე ყველა ოჯახში დადის და ახალგაზრდებს აფხაზურ ჯარში წასვლის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთხოვს. ერთ ოჯახს, რომელშიც ჯარისასაკის სამი ახალგაზრდაა, 20 000 რუსული რუბლი მოსთხოვეს. ყველა მათგანი გალის დე ფაქტო კომისარიატშია დაბარებული. არგამოცხადების შემთხვევაში ოჯახს საქმის პროკურატურისთვის გადაცემით ემუქრებიან", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სადღეისოდ დე ფაქტო კომისარიატი ფულს სთხოვს, თანხა ქრთამის სახით უკვე რამდენჯერმე აქვთ გადახდილი.
|