RSS
აფხაზებმა რუსული პროპაგანდა უარყვეს
11.05.2012 10:45

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. "უშიშროების საბჭო" ამ ეტაპისთვის არ ადასტურებს რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში რამდენიმე სამარხში აღმოჩენილი იარაღი სოჭის ოლიმპიადის ჩაშლისათვის იყო გამიზნული - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს. "უშიშროების საბჭოში" აცხადებენ, რომ ამგვარი ვერსია მართალია განიხილება, თუმცა ამის მტკიცება ჯერ არ შეიძლება. ამასთან აღიარებენ, რომ აღმოჩენილი იარაღის გამოყენება აფხაზეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლისათვის იგეგმებოდა.

როგორც "კომერსანტს" განუცხადეს, იარაღის სამარხები აღმოჩენილი იქნენ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელზე - ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის საქმის გამოძიებისას.

"თავიდანვე გახდა ცხადი, რომ თავდამსხმელები იყვნენ არა მარტო კარგად შეიარაღებული, არამედ სათანადო მომზადებაც ჰქონდათ გავლილი - ისინი საკმაოდ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. თავდასხმისას პრაქტიკულად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა ყუმბართმტყორცნების, ავტომატური ცეცხლსასროლი და სხვა სახის შეიარაღების გამოყენებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რესპუბლიკაში არალეგალური იარაღის ასეთი დიდი პარტია აღმოაჩინეს", - განუცხადა "კომერსანტს" წყარომ ე.წ. "უშიშროების საბჭოში.

ამასთან შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში აღმოჩენილია სამარხები იარაღის დიდი რაოდენობით, რომელთა გამოყენებას ტერორისტები სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ გეგმავდნენ.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მახაჩკალაში ტერორისტმა-თვითმკვლელმა ქალმა შსს-ს შენობასთან თავი აიფეთქა
25.05.2013 14:55
საოკუპაციო ხაზის დამრღვევთათვის სანქციები გამკაცრდა
25.05.2013 13:30
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების რაზმი ოქუმის სკოლაში შეიჭრა
24.05.2013 16:54
პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს მოაწერა ხელი
24.05.2013 12:57
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
ყველა სიახლე