RSS
სეპარატისტებმა გალის შეხვედრების ზუგდიდში გადატანაზე კატეგორიული უარი განაცხადეს
11.05.2012 10:51

სოხუმში ჩასულმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებმა ფილიპ ლეფორმა (ევროკავშირი), ანტი ტურუნენმა (გაერო) და ბადრიგ მერფიმ (ეუთო) აფხაზ სეპარატისტებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გამართვა ზუგდიდში შესთავაზეს, რაზედაც სეპარატისტების კატეგორიული უარი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, როდესაც სოხუმში მყოფმა თანათავმჯდომარეებმა ეს საკითხი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე გააკეთეს სეპარატისტთა ლიდერმა ამის შესაძლებლობა უარყო. მან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, პოლონელ დიპლომატთან ანჟეი ტიშკევიჩთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა, რომელიც აფხაზურმა მხარემ "თავის ტერიტორიაზე არასასურველ პერსონად გამოაცხადა".

"მომავალშიც ასევე ადეკვატურად ვაპირებ რეაგირებას საერთაშორისო დიპლომატების საქციელზე. ჩვენ არ ვიკონტაქტებთ ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც ეტიკეტის ელემენტარული წესი არ იცის", - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
ეუთო კონფლიქტისპირა რაიონებში არსებული მდგომარეობის გამო შეწუხებულია
18.06.2013 18:12
შსს-ში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
18.06.2013 10:58
შსს-მ დასავლეთ საქართველოში იარაღის სამალავებს მიაკვლია
17.06.2013 15:56
ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი იქ ჩატარებული კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური
17.06.2013 15:55
ოკუპანტებმა მოქალაქეების გადადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდეს
17.06.2013 11:56
შსს ორსანტიაში ოკუპანტებმა თენგიზ ყურუა დააკავეს
16.06.2013 17:42
ავღანეთში გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაკრძალეს
13.06.2013 18:36
შსს-მ ტერაქტი მომზადების სტადიაზე აღკვეთა
13.06.2013 14:16
ყველა სიახლე