წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია 2010 წლის დეკემბერში კიევში ჩამოყალიბებულ თბილისსა და სოხუმს შორის საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეთა 1 მაისს სტამბოლში ჩატარებულ მეორე შეხვედრაზე. წჯსკ პრეს-რელიზის თანახმად, "მხარეებმა განიხილეს იმ პირთა პრობლემები, რომლებიც დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ 1992-1993 წ.წ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებიდან, და მათი ბედის გარკვევასთან დაკავშირებული საკითხები".
აღინიშნება, რომ "მაღალი დონის შეხვედრაზე საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს 2011 წელს შექმნილი სასამართლო-სამედიცინო ჯგუფის მიერ შემუშავებულ მიმართულებას. უკვე მიღებულია რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რამდენიმე პირის მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ სიცხადის შეტანა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევაში".
"მე მსურდა მადლობა გადამეხადა მონაწილეებისათვის ამ რთულ საკითხში პროგრესის მისაღწევად მათი თავდადებისა და მზადყოფნისათვის", - განაცხადა ოპერაციებზე აღმოსავლეთ ევროპაში პასუხისმგებელმა წჯსკ თავმჯდომარის მოადგილემ ასკარ უმარბეკოვმა, რომელიც ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა. წითელი ჯვარი ამ შეხვედრის ინიციატორის რანგში მოქმედებს როგორც ნეიტრალური შუამავალი, ჟენევის კონცეფციებით გათვალისწინებული მანდატის შესაბამისად.
|