დაღესტანში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 12 მაისს სერგოკალისა და კაიაკენტის რაიონების საზღვარზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად ძალოვნებმა მოკლეს 7 ბოევიკი, დაღუპულია სპეციალური დანაყოფის ერთი სამხედრო მოსამსახურე.
მოკლული ბოევიკების გვამების ამოცნობისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სერგოკალის ბოევიკთა დაჯგუფების ლიდერი, თურქეთის მოქალაქე მუხამედია, რომელიც შეიხ აბდუსალამის ფსევდონიმით იყო ცნობილი.
იმავე წყაროს ცნობით, მუხამედი იმყოფებოდა ძებნაში და მასზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.
|