RSS
თუ როგორ აწარმოებდა აფხაზი მინისტრი მიმოწერას საკუთარ თავთან...
10.07.2012 14:08

აფხაზი ჩინოვნიკების საზრიანობის უნიკალური მაგალითის წარმოდგენა მოუწია სეპარატისტების გენერალურ პროკურატურას გაზეთ "Нужная" -ს 3 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აფხაზური შს „ექს–მინისტრ“ ლეონიდ ძიაპშბას მიერ გამოთქმულ გულისწყრომასთან დაკავშირებით.

აფხაზმა პროკურორებმა ცალკე ყურადღების ღირსად მიიჩნიეს მათ მიერ აღმოჩენილი წერილები, რომლებსაც ძიაპშბა სწერდა...საკუთარ თავს (!) ერთდროულად ორ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულია ორი ასეთი წერილის სკანირებული ასლი.

ერთ მათგანში, რომელიც დათარიღებულია 20011 წლის 10 ივნისით - „აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი“ ლეონიდ ძიაპშბა შინაგან საქმეთა მინისტრს ლეონიდ ძიაპშბას თხოვს აღმოუჩინოს ფინანსური დახმარება 100 ათასი რუბლის ოდენობით - საუწყებო სახსრების უკან დაბრუნების გარანტიით.

თუ როგორ სრულდება გარანტია - ნათლად ჩანს მეორე წერილიდან, რომელიც 2011 წლის 23 სექტემბრით არის დათარიღებული. მასში შსს თავკაცი ლეონიდ ძიაპშბა თხოვს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლეონიდ ძიაპშბას გადასცეს იგივე 100 ათასი რუბლი მილიციის თანადგომისა და მხარდაჭერის ფონდს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი-ფეხბურთის ტურნირის ჩასატარებლად.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია ასევე წინასაგამოძიებო შემოწმების დროს გამოვლენილ ფულადი სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების შესახებ- საქმე ეხება გაცილებით უფრო მსხვილ თანხებს.

კერძოდ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ძიაპშბამ პირადი მიზნებისათვის გამოიყენა 7 მილიონ 832 ათას 368 მანეთი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ - თითქოს აფხაზური ფეხბურთის პროპაგანდისათვის, ფიფასა და უეფას პრეზიდენტებთან შეხვედრებისათვის ("რომლებიც, სრულიად თვალსაჩინო მიზეზის გამო, პრინციპში ვერც კი შედგებოდა" - აფხ.პროკურატურის შენიშვნა); და თავისი და ოჯახის წევრების ავტომობილების შენახვისათვის.

პროკურატურა ბრალს სდებს ასევე ლეონიდ ძიაპშბას ქ. სოხუმში მდებარე სტადიონების იჯარით გაცემის შედეგად შემოსული თანხების, ასევე ნ.კურჩენკოს სახელობის პარკში ფეხბურთის მოედნის დასამთავრებელი სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი სახსრების ნაწილის ანგარებით გამოყენებაში.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ 13 საფეხბურთო მოედნიდან მხოლოდ სამზე იქნა შედგენილი საჭირო დოკუმენტები ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების მოცულობაზე, ზოგიერთ მათგანში კი არც კი არსებობს საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დამატებითი შენობა-ნაგებობები სპორტსმენთა საჭიროებებისათვის - მაშინ როდესაც ძიაპშბამ და კონტრაქტორმა სამუშაოების სრული მოცულობით შესრულებაზე აქტებს ხელი მოაწერეს.

 

აღინიშნება, რომ შემოწმება ინიცირებული იყო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან იმისათვის, რომ გაერკვიათ ორგანიზაციის საფინანსო-ეკონომიური მდგომარეობა. იმავდროულად აფხაზეთის პროკურატურა გაყვა ძიაპშბას წერილებს თითქოს მისი მინისტრობის დროს მიღწეულ წარმატებებზე
აფხაზეთში წესრიგის დამყარების საქმეში. პროკურორები აცხადებენ, რომ ძიაპშბას დროს შს ორგანოები ეწეოდნენ "მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების დამალვას დანაშაულობასთან წარმატებული ბრძოლის სურათის ხელოვნურად შესაქმნელად". მაშინ როდესაც "შსს -ს ყველა ძალები და საშუალებები, სხვა მიმართულების საქმიანობის საზიანოდ, ყოფილი მინისტრის მიერ მიმართული იყო გზებზე მოჩვენებით რეიდებზე" - და "ამ ყოველივეს არც კი შეუმცირებია სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგზაო- სატრანსპორტო ავარიების შედეგად".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე