RSS
ცხინვალის მარიონეტული მთავრობა იკორთის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს
15.07.2013 14:04

ცხინვალის მარიონეტული მთავრობა იკორთის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი "ოსინფორმი" ავრცელებს.

დე ფაქტო მთავრობის კულტურის უწყების ხელმძღვანელის ნელი ტაბუევას განცხადებით, ეკლესიის მდგომარეობა მძიმეა და სარეაბილიტაციო სამუშაოები მოკლე ვადებში უნდა დაიგეგმოს.

მისი თქმით, იკორთის ტაძარი უკვე შეტანილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საინვესტიციო პროგრამაში, რადგან თავად რეგიონის მთავარ ბიუჯეტში ძეგლების სარეაბილიტაციოდ 1 რუბლიც არ არის გამოყოფილი.

პირველი არხის ცნობით, ქართველი ხელოვნებათმცოდნეების განმარტებით, იკორთა მეთორმეტე საუკუნის საეტაპო, უმნიშვნელოვანესი ძეგლია, სადაც უხვად არის შემონახული როგორც კედლის მხატვრობა, ასევე ქართული წარწერები.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ძეგლების მსგავსად, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ახლა უკვე ქართული კვალის წაშლას ოკუპირებულ ცხინვალში იწყებს.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე