RSS
რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქმის წარმოებას არ ურჩევს
18.07.2013 14:23

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მის მიერვე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქმის წარმოებას არ ურჩევს, დანარჩენი საქართველოს ბიზნეს-გარემოს კი სახარბიელოდ აფასებს.

"Московский комсомолец"-მა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ქვეყნების მიხედვით ბიზნეს-კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოიძია რეკომენდაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ, მეზობელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბიზნესით დაკავდნენ.

რეკომენდაციებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიად იტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება სავსებით ხელსაყრელია, ხოლო რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რეკომენდებული არ არის.

"უცხოელისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მიღება, ქვეყანაში ლეგალურად შესვლის შემთხვევაში, ძნელი არ არის. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. ეს პროცედურა კი საკმაოდ მარტივია. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაარეგისტრიროს ესა თუ ის ორგანიზაცია. სააქციო საზოგადოების დარეგისტრირებისთვის ნომინალური ღირებულება კაპიტალისა 10 000 დოლარი უნდა იყოს", - ნათქვამია საქართველოში ბიზნეს-კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ "ბიზნეს-კლიმატი ქვეყნაში შეიძლება, დავახასიათოთ, როგორც ძალიან რთული ინვესტორებისთვის. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რომელიც ბიზნეს-გარემოზე ნეგატიურად აისახება, რუსი ბიზნესმენები სახელმწიფო ორგანოების კორუმპირებულობას მიიჩნევენ. უცხოური წარმოების გახსნა აფხაზი თანადამფუძნებლის გარეშე ძნელია, თუმცა სამართლებრივი ბაზა ამისთვის არსებობს".

ასევე უარყოფითადაა დახასიათებული ცხინვალის რეგიონში ბიზნესის წარმოებისთვის არსებული ვითარება.

"სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ხასიათდება, როგორც უკიდურესად ჩამორჩენილი. რუსული კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე, ფაქტობრივად წარმოდგენილი არ არის. დიდწილად ეს განპირობებულია იმით, რომ მიწაზე საკუთრების უფლება შეზღუდულია, ასევე დიდია კორუფცია და ბიუროკრატიული დაბრკოლებებით კერძო ბიზნესისთვის", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე