RSS
თურქეთში მცხოვრები აფხაზები აფხაზეთთან სატრანსპორტო ემბარგოს მოხსნას მოითხოვენ
22.07.2013 11:53

თურქეთში მცხოვრები აფხაზები თურქეთის ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ და აფხაზეთთან სატრანსპორტო ემბარგოს დაუყონებლივ მოხსნას მოითხოვენ.

როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი თურქეთში მცხოვრები აფხაზების მიმართვაშია ნათქვამი, "საქართველო შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში თურქულ სავაჭრო გემებზე, მუქარით და ძალის გამოყენებით მეკობრეობას აგრძელებს".

"უფრო მეტიც, ამ ქმედებების თურქეთის რესპუბლიკის მიერ ნაჩუქარი შემტევი კატარღებით განხორციელება ამ საქმის ირონიული მხარეა", - აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც თურქული მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზებს აფხაზეთში ჩასვლა მესამე ქვეყნის გავლით უწევთ.
"თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეები, ნათესავებისა და სამშობლოს მოსანახულებლად ძნელი და დამღლელი გზის გავლით აფხაზეთში მესამე ქვეყნიდან ჩადიან, ეს გზა როგორც გრძელი, ასევე ძალიან ძვირიცაა, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებებიდან ერთ-ერთი - გადაადგილების უფლება იზღუდება, აქედან გამომდინარე, ამ ემბარგოს დაუყონებლივ მოხსნას მოვითხოვთ", - ნათქვამია თურქეთში მცხოვრები აფხაზების განცხადებაში.

მათივე თქმით, მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და თურქეთს შორის პირდაპირ მიმოსვლის საშუალება არსებობს, თურქეთის მმართველების პოლიტიკური არჩევანის გამო სატრანსპორტო ემბარგოს დაწესებით, აფხაზური წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეები ისტორიულ სამშობლოში ჩასვლის საკითხებში ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებიან და ძალიან წუხდებიან.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე