RSS
ქართველი და რუსი ექსპერტები სოფელ დიცში არსებულ ვითარებას გაეცნობიან
22.07.2013 13:10

"კავკასიურ სახლში" დღეს ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიხსნა, რომელიც ერთ კვირას გასტანს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ კარნეგისა და მოსკოვის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის 10-მდე ექსპერტი. ღონისძიება დაფინანსებულია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების მოწესრიგების ფონდის მიერ.

როგორც "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელმა გიორგი კანაშვილმა განაცხადა, ქართველი და რუსი ექსპერტები ადგილზე გაეცნობიან სოფელ დიცში არსებულ ვითარებას და შეეცდებიან ხელისუფლებას თავისი რეკომენდაციები მიაწოდონ.

ერთი კვირის ფარგლებში ქართველი და რუსი ექსპერტები შეხვდებიან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, პარლამენტარ გია ჟორჟროლიანს, ექსპერტ გია ნოდიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას, ექსპერტებს - ლოურენს შიტსს, სერგი კაპანაძეს, ზურაბ აბაშიძეს, აგრეთვე კავკასიის რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელს ივლიანე ხაინდრავას.

"ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" მეცხრედ ტარდება.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე