RSS
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონადან გატაცებული მამაკაცი გალის იზოლატორში რჩება
25.07.2013 11:33

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრი არასრულწლოვანი და 50–წლამდე მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის ე.წ საზღვართან აიყვანეს.

მოზარდი ოკუპანტებმა მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო შუახნის მამაკაცი ბადრი ქირია ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩება.

ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გოჩა შენგელიამ განაცხადა.

„მეზობლები სათევზაოდ იყვნენ ენგურზე წასულები. რუსებმა შენიშნეს და სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ე.წ საზღვართან დააკავეს. მე დილით ვესუაბრე ოჯახს და სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ჯარიმა როგორც მე ვიცი 5 ათას რუბლს შეადგენს,“– აღნიშნა გოჩა შენგელიამ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე