RSS
მაკკეინი - ნატო უნდა გავაფართოვოთ - საქართველო უნდა მივიღოთ ალიანსში
02.08.2013 14:33

აშშ სენატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში პირველი რეაქცია მოჰყვა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ჩIA) ანალიტიკოსისთვის თავშესაფრის მიცემას რუსეთში.

მწვავე განცხადებით გამოვიდა სენატორი მაკკეინი, რომელმაც ობამას ადმინისტრაციას მოსთხოვა რუსეთთან ურთიერთობის კარდინალური გადახედვა:

”რუსეთის საქციელი სამარცხვინო და მიზანმიმართული ძალისხმევაა, ზიანი მიაყენოს აშშ-ს. ეს არის სილის გარტყმა ყველა ამერიკელისათვის. ახლა დადგა დრო ძირფესვიანად გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს პუტინის რუსეთთან.

ჩვენ უნდა გვქონდეს საქმე რეალურ რუსეთთან და არა ისეთთან, როგორის დანახვაც გვინდა. ჩვენ არა გვაქვს უფლება სერიოზული პასუხის გარეშე დავტოვოთ პუტინის საქციელი.
პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ - მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ მაგნიტსკის სია, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც წინანდებურად დაუსჯელად პარპაშობენ რუსეთში.

ჩვენ უნდა დავასრულოთ რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის ღონისძიებათა ყველა ეტაპი ევროპაში და გადავიდეთ ნატოს გაფართოების ახალ ეტაპზე - მათ შორის საქართველოს მიღებაზე ალიანსში!

ჩვენ უნდა დავგმოთ დისიდენტების პოლიტიკური დევნა რუსეთში, როგორებიც არიან მიხეილ ხოდორკოვსკი და ალექსეი ნავალნი. და ყველაზე მთავარი - ჩვენ ღიად უნდა დავუჭიროთ მხარი ადამიანებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად პოულობენ საკუთარ თავში სიმამაცეს, მშვიდობიანად მოითხოვონ მეტი თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

პუტინის რუსეთის დღევანდელმა საქციელმა საბოლოოდ უნდა გაუფანტოს ილუზიები ამერიკელებს, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ წლებში.

ჩვენ უნად გვქონდეს უფრო რეალისტური მიდგომა რუსეთთან და მე ვიმედოვნებ, რომ დღეს ჩვენ ეს უკვე გავიგეთ”.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე