RSS
პირველად დაიბომბა ქართული სოფლები და ქართული მხარეც წამოეგო პროვოკაციაზე - ლევან კიკნაძე
05.08.2013 16:57

Russia Today-მ აგვისტოს ომის მომდევნო წლისთავს გადაცემაც მიუძღვნა, რომელშიც დიმიტრი მედვედევმა აგვისტოს ომის დეტალებზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე ისაუბრა.

რუსეთის პრემიერის თქმით, ის 2008 წლის აგვისტოში ბოლო დრომდე იმედოვნებდა, რომ საქართველო კონფლიქტის ექსკალაციას შეწყვეტდა. მე ეს დღეები არასდროს დაავიწყდება, - აღნიშნა მან.

მედვედევი იხსენებს, რომ დაახლოებით ღამის 2 საათისთვის ის თავდაცვის მინისტრს, გენშტაბის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და მისთვის ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ მოკლევადიანი პროვოკაციების სერია. ეს იყო რეალური აგრესია, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალით შეეცვალათ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება.

და რას ნიშნავს მედვედევის განცხადება ქართული მხარისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ? არის თუ არა ეს აღიარება, რომ ომი, მართალია ქართველების პროვოცირებით, მაგრამ მაინც რუსულმა მხარემ დაიწყო? ამ საკითხზე sazogadoeba.ge აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრს გენერალ ლევან კიკნაძეს გაესაუბრა .

- „რაც მე მოვისმინე, მედვედევი რუსეთის მხრიდან ომის დაწყებას არ აღიარებს, თუმცა, ფაქტია, რომ ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება მისი მხრიდან წამოვიდა. რეალურად, აქ სულ სხვა ვითარებაა. ცეცხლი პირველად ოსურმა მხარემ გახსნა. ეს აღიარებული ფაქტია. პირველად დაიბომბა ქართული სოფლები და ქართული მხარეც წამოეგო პროვოკაციაზე. საკაშვილმა გადაწყვიტა, რომ თვითონ ჩაეხშო „ცხელი კერები“. ეს იყო დიდი შეცდომა.

როდესაც კონფლიქტის ზონაში დგანან სამშვიდობო ძალები, მსგავსი პროვოკაციების წარმოქმნისთანავე ისინი ვალდებულები არიან, აღკვეთონ პრობლემა. თუ ამას არ აკეთებენ, კონფლიქტის მხარეებს უფლება აქვთ, ჩარიონ საერთაშორისო დამკვირვებლები. ასეთ დროს ქართულ მხარეს უნდა აეტეხა განგაში და მოეთხოვა საერთაშორისო საზოგადოებისგან გარკვეული რეაგირების მოხდენა. მსგავსი ქმედითი ნაბიჯები კი, რაც საქართველოს მხრიდან განხორციელდა, არ იყო საკმარისი.

ბუნებრივია, არც რუსულ მხარეს ჰქონდა ცეცხლის გახსნის უფლება. მას ამის უფლება ეძლეოდა მხოლოდ მაშინ, თუ ქართული მხარე განახროციელებდა შეტევას სამშვიდობო ძალებზე, რაშიც მართალია რუსული მხარე გვედავება, მაგრამ ტალიავინის კომისიამ ასეთ ფაქტებს ვერ მიაკვლია. დანარჩენ შემთხვევში კი, მაშინაც, თუ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ცეცხლის ჩახშობა, რაც არასწორი იყო, მისი აღკვეთის ვალდებულება ჰქონდა მხოლოდ სამშვიდობო ძალებს, რომლებმაც, როგორც ცნობილია სამშვიდობო ძალების მეთაურის მარატ კულახმეტოვის განცხადებიდან, უარი განაცხადეს თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო პროვოკაცია, არც ერთ მხარეს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინა რეაგირება. ეს სამშვიდობო ძალების პრეროგატივა გახლდათ.“


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე