RSS
რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა აფხაზ სეპარატისტებს უპასუხა
06.08.2013 13:57

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საინფორმაციო განყოფილებამ აფხაზეთის 13 მოქალაქის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისადმი გაგზავნილი ღია წერილს უპასუხა. აფხაზი სეპარატისტები შეშფოთებას გამოთქვამენ აფხაზური ეკლესიის საკითხის გადაუწყვეტელობის გამო და სთხოვენ მას „მხარი დაუჭიროს მართლმადიდებელი ხალხის მისწრაფებას აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენის საკითხში".

„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პატივისცემით არის განწყობილი ყველა ადამიანის თავისუფალი ნებელობის გამოხატვისადმი, ზუსტად ისევე, როგორც აფხაზი ხალხის რელიგიური ტრადიციებისადმი. თუმცა მისი რელიგიური ნორმები საშუალებას არ იძლევა ეკლესიის შიდა ორგანიზაციისა და ცხოვრების პრობლემების განხილვისა მათთან, ვინც ეკლესიის გარეთ დგას და იმთავითვე არ ითვალისწინებს ქრისტიანულ სწავლებას", _ ნათქვამია სინოდის საინფორმაციო განყოფილების მიერ გავრცელებულ კომენტარში.

იქვე აღნიშნულია, რომ „აფხაზეთის მორწმუნეებს წერილის ავტორებისადმი არ მიუნიჭებიათ უფლებამოსილება იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარს მათი სახლით მიმართონ, ხოლო ამ წერილის გამოქვეყნება, მანამ ვიდრე ის ადრესატამდე მივიდოდა, თან მცირე ხნით ადრე მანამ ვიდრე მოსკოვში ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლისა და ხელმძღვანელის შეხვედრა გაიმართება უპატივცემულობის გამომხატველი ჟესტია".

„მოსკოვის საპატრიარქო თანაგრძნობით ეპყრობა აფხაზეთის მართლმადიდებლების ცხოვრებაში შექმნილ სიძნელეებს და წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ნორმების ფარგლებში ცდილობს მათ გადაწყვეტას.

თუმცა ავტორების სტატუსი და კომპეტენცია არ აძლევთ მათ საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ეს საკითხები განიხილონ.

იმედს ვიტოვებთ, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გადაწყვეტის მომავალი განხილვა და გზების ძიება თავისუფალი იქნება რაიმე სახის პოლიტიკური ანგაჟირებისაგან", _ ნათქვამია წერილის ბოლოს.

შეგახსნეებთ, რომ წერილის ავტორთა შორის, რომელზეც რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის საინფორმაციო განყოფილება საუბრობს არიან აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატები, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და ორი მხატვარი.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე