RSS
ბათუმში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწსვლებები მიმდინარეობს
13.08.2013 12:27

ბათუმის აკვატორიაში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწსვლებები მიმდინარეობს. ბათუმის ნავსადგურში პერსონლის გაცვლა მოხდა ერთობლივი საზღვაო წვრთნებისათვის.

წვრთნებში სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად მცურავი საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას.

10 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი „BULKELEY“ შემოვიდა. დახვედრის ცერემონია ბათუმის ნავსადგურში გაიმართა.

აშშ–ს ხომალდმა „BULKELEY“ და საქართველოს სანაპირო დაცვის ორმა კატარღამ ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. ამერიკელმა სტუმრებმა ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სანაპირო დაცვის ხელმძღვანელების შეხვედრა ხომალდის მეთაურებთან. ამერიკული გემის ეკიპაჟმა და სანაპირო დაცვის ოფიცრებმა წვრთნების დაგეგმვის მიზნით შეხვედრა გამართეს.

ამერიკელი სტუმრები სასაზღვრო პოლიციის დირექტორს, ს/პ პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილს, სანაპირო დაცვის დაპარტამენტის დირექტორს, ს/პ მე-2 რანგის კაპიტან ლაშა ხარაბაძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

13 აგვისტოს, აშშ-ს ხომალდი “BULKELEY” საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 აგვისტოს, წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებს.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე