RSS
მაკკეინი კიდევ ერთხელ შეახსენებს ობამას საქართველოს
13.08.2013 12:29

ლონდონის „გარდიანის“ ცნობით, კვირას, 11 აგვისტოს ამერიკელმა სენატორმა მაკკეინმა ტელეარხ „Fox News“-იდან განუმარტა ობამას, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში პუტინი:

„ობამა პუტინს ადარებს უკანა მერხზე მჯდომ მოსწავლეს. მეტად ნიშანდობლივია, რომ ამერიკის პრეზიდენტს წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის სინამდვილეში პუტინი - ის არის „КГБ“ -ს ძველი პოლკოვნიკი, რომელსაც არ გააჩნია ილუზიები ჩვენთან მიმართებაში.

მას ფეხებზე ჰკიდია აშშ-სთან ურთიერთობა, ის ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ზეწოლას ახდენს საინფორმაციო საშუალებებზე და აგრძელებს მოქმედებას ავტორიტარული მანერით.

სენატორმა აღნიშნა, რომ ობამას უარი პუტინთან გასამართ შეხვედრაზე მოსკოვში - უბრალო სიმბოლური ჟესტია.

ჯონ მაკკეინი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს: გააფართოვოს მაგნიტსკის სია ადამიანის უფლებადამრღვევი რუსებით, დაეხმაროს საქართველოს ნატოში შესვლაზე და გააფართოვოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ევროპაში.

„ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ პუტინი არ თვლის რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობას თავის პრიორიტეტულ ამოცანად და პუტინთან დამოკიდებულებაში გვმართებს დავეყრდნოთ რეალისტურ მანერას“, გადაჭრით განაცხადა მაკკეინმა და მიანიშნა ობამას, რომ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემით მან ფაქტიურად თითი ჰკრა თვალში ამერიკის პრეზიდენტს!“
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე