RSS
სომხეთი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით დაინტერესებულია
13.08.2013 13:57

სომხეთი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებით და აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Commonspace.eu-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა განაცხადა.

დიპლომატის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომმა სომხეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, რადგან სწორედ საქართველო უზრუნველყოფს სომხეთის კავშირს გარესამყაროსთან.

„სომხეთის ვაჭრობის დიდი ნაწილი, 75%-დან 80%-მდე, საქართველოს გავლით ხორციელდება და მხოლოდ 20-25% ირანის გავლით“ - განაცხადა მონისტრის მოადგილემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აფხაზეთის სარკინიგზო გზის შესაძლო ამოქმედებას.

„სარკინიგზო გზით ვაჭრობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე საქონლის საავტომობილო გზით გადატანა. სარკინიგზო გზის აღდგენა სომხეთზე არ არის დამოკიდებული, ის დამოკიდებულია საქართველოზე, აფხაზეთსა და რუსეთზე. თუკი ისინი ამ გზის გახსნაზე შეთანხმდებიან, მაშინ ეს ყველა დაინტერესებული ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ჩვენ გვსურს, რომ ეს სარკინიგზო გზა გაიხსნას, მაგრამ ეს ძირითადად რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობაზეა დამოკიდებული“ - განაცხადა კოჩარიანმა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე