RSS
მედვედევმა რიწის ნაკრძალი რუსეთს შუერთა
18.08.2013 18:50

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "ტრანსსასაზღვრო რეზერვატის შექმნის შესახებ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობებს შორის შეთანხმების" განკარგულებას მოაწერა ხელი.

რუსეთის მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, "რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარს რუსეთის მხრიდან კავკასიის სახელმწიფო ბიოსფერული ნაკრძალი ეკვრის, აფხაზეთის მხრიდან კი რიწის რელიქტური ეროვნული პარკი. აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს კი არსებითი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ კავკასიის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის".

"ამასთან, ტერიტორიის ტრანსსასაზღვრო მდებარეობა დიდ ეკოლოგიურ კორიდორს ქმნის, რომელიც მნიშვნელოვან ფართობზე მცენარეთა და ცხოველთა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს. რუსულ-აფხაზური ტრანსასაზღვრო რეზერვატის "კავკასიის რელიქტის" შექმნა, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის დამატებით შესაძლებლობას იძლევა, ასევე ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას და უნიკლაური ბუნებრივი კომპლექსების შენარჩუნების მიზნით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას", - აცხადებენ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე