RSS
რუსეთ - საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე, რუსული მხარე გზის აღდგენას აპირებს
13.09.2013 14:58

რუსეთ - საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე, რომელიც 1992 წლიდან არის დაკეტილი, რუსული მხარე გზის აღდგენას აპირებს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„კი, არის გადაწყვეტილება მიღებული ამ გზის მშენებლობა რეაბილიტაციაზე. მას ჩვენ ავარიელების, კახეთის გზას ვეძახით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის ეკონომიკური შეფასება. კომისიამ გზა უკვე დაათვალიერა და 99% –ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა აშენდება. ჯერ არ შემიძლია ვთვქვა იქნება თუ არა აქ სასაზღვრო პუნქტი, ეს სასაზღვრო დეპარტამენტის კომპეტენციაა და მომავალში გადაწყდება“, – განაცხადა „პირველ არხთან“ საუბარში ანდრეი ბონდარევმა, დაღესტნის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

გზა დაღესტნიდან საქართველოში, ყვარლის რაიონს უკავშირდება. ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ეთნიკური ავარიელებით არის დასახლებული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს რუსეთის მხარისგან შეთავაზება არ მიუღია, ინიციატივის შემთხვევაში კი საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

„რამდენიმე კრიტერიუმია, რომელიც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად. რამდენად ინტენსიური მოძრაობაა ამ გზაზე, ვინ არის ამ პროექტის ინიციატორი რა იქნება პროექტის ღირებულება და ერთ წელში შეიძლება თუ რამდენიმე წლიანი პროექტი უნდა გაკეთდეს. აღნიშნული გზა თავისი კლასიფიკაციით და დანიშნულებით არის მუნიციპალური გზა, ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უნდა დააყენოს საკითხი ამ გზის განვითარებასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“, – განუცხადა მინისტრმა „პირველ არხს“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტეს, რომ გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამგეობისთვის არავის მიუმართავს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე