RSS
არასამთავრობო: უახლოეს მომავალში გალის მოსახლეობას იძულებით გამოასახლებენ
20.09.2013 13:48

არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, ნონა უბილავას განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოჩამჩირის, გალის და ტყვარჩელის რაიონებში გაცემული პასპორტების გადამოწმების შემდეგ, გალის მოსახლეობის არჩევანის წინაშე დაყენების შემთხვევაში იქ მცხოვრებნი აფხაზურ პასპორტებს დათმობენ. უბილავა ამბობს, რომ ისინი არასოდეს იტყვიან უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და შესაბამისად, არ დატოვებენ ტერიტორიასაც:

„გუშინ სოხუმში დე ფაქტო პარლამენტმა განიხილა პასპორტების გაცემის საკითხი და ანქვამა მაშინვე მოაწერა მოაწერა ხელი. ეს ნიშნავს იმას, რომ დე ფაქტო პროკურატურა დაიწყებს უახლოეს მომავალში გამოძიებას, არის თუ არა ყველა ის დოკუმენტი კანონიერი, რომელიც ქართველებს აქვთ და ამის გადამოწმების შემდეგ მოხდება გალის მოსახლეობის ძალისმიერი მეთოდებით გამოსახლება აფხაზეთიდან“.

ნონა უბილავას განცხადებით, მათ აღიზიანებთ ყველა ის ავტომანქანა, რომელიც ენგურის ხიდზე გადადის და ყველა ის კავშირი, რომელიც არსებობს აფხაზეთსა და დანარჩენს საქართველოს შორის.

„ეს არის კარგად დაწერილი გეგმის ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა, რუსეთიდან იმართება. მოვუწოდებ ყველას აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. ხვალ უკვე გვიან იქნება. გალის მოსახლეობის მიერ ტერიტორიის არც ძალისმიერი და არც ნებაყოფლობით დატოვება არ იქნება უმტკივნეულო და ეს პროცესი ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, - განაცხადა ნონა უბილავამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მცხოვრებთათვის აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის კანონიერების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ანულირებულად გამოცხადდეს გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული პასპორტები, მასალები კი დარღვევების შესახებ, შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნოს. „აფსნიპრესის“ ცნობით, ცვლილება შევიდა კანონში, აფხაზეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე