RSS
ზურაბ აბაშიძე - არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ
23.09.2013 13:54

"გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ" , - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქართული მხარე აღნიშნულის შესაძლებლობას თეორიულადაც კი არ უშვებს.

"იყო შემთხვევა, რომ რომელიღაც ჟურნალისტურმა ასოციაციამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოლიმპიადის მონაწილე მხარეებად დააფიქსირა. ამის შესაბამისად გადაიდგა სათანადო ნაბიჯები - ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და ვფიქრობ, ეს პრობლემა უკვე მოიხსნა. ყოველ შემთხვევაში ოლიმპიური კომიტეტის არც ერთ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ მონაწილეებად არ ფიგურირებენ. თეორიულადაც ვერ დავუშვებთ, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე