RSS
რატომ ამოიღეს ნაფტალინიდან ტალიავინი?
07.10.2015 13:37

2012 წლის 11 ივნისს ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „КГБ-ს სახელობის საღორე“, რომელშიც ჟურნალისტური შეფასებაა გაკეთებული იმ გამოვლენილ საოცარ, არც თუ ისე მარტივ არაფორმალურ ურთიერთობაზე, რაც ჩამოყალიბებულა ჰაიდი ტალიავინსა და სეპარატისტთა ლიდერებს შორის. მასალად გამოვიყენეთ სოხუმელი ჟურნალისტის ნადეჟდა ვენედიქტოვას რომანტიკული სათაურით „რომაული არდადეგები“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ის მოგვითხრობს „აფხაზთა მთავრობის“ დავალებით თუ როგორ დაესწრო ფლორენციაში გამართულ არაფორმალურ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა ჰაიდი ტალიავინის პენსიაზე გაცილებას. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელი იყო, ბოლოს კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. თუ ზოგადად შევაფასებთ მის საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს საქმიანობა არაფრისმომცემი გახლდათ. უფრო მეტიც, 2008 წლის ფაქტებზე მან ისეთი ფალსიფიცირებული დასკვნა დადო, რომ გაეცნობი, იფიქრებ ალბათ კრემლშია დაწერილიო. სწორედ ამ ქალბატონის პენსიაზე გაცილების „გრანდიოზულ ღონისძიებას“ დაესწრო სეპარატისტთა ემისარი ნ.ვენედიქტოვა, რასაც თვითონ ასე აღწერს: „აქ, ფლორენციაში, კორსინის ვილაზე 26 მაისს აღნიშნავდა ჰაიდი ტალიავინი, რომელმაც მრავალი წელი იმუშავა კავკასიის ცხელ წერტილებში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან პენსიაზე გასვლას. მთელი ევროპიდან, მათ შორის რუსეთიდან ჩამოსული მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით გადავეცი მე მას აფხაზეთის მთავრობის საჩუქარი - შვიდი ვერცხლის მედალი ათასწლოვანი აფხაზური ტაძრების გამოსახულებით და ასევე სტანისლავ ლაკობას ახალგამოცემული წიგნი მისივე ავტოგრაფით, რომელშიც ავტორი ტალიავინს უწოდებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის „ოქროს თევზს“.

როგორ მოგწონთ? ჩვენ ტალიავინი მიუკერძოებელი გვეგონა, ის კი რუსებისა და აფხაზების „ოქროს თევზი“ აღმოჩნდა! მხოლოდ „ოქროს თევზი“ - სურვილების ამსრულებელი თუ შეძლებდა რუსებისთვის მისაღები ისეთი მოხსენების მომზადებას, რომელიც მან შეთხზა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ. ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ რუსული სპეცსამსახურები შანსს არ უშვებენ ხელიდან „შეაჩეჩონ“ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს აფხაზი ემისრები. ისე, როგორც შეაჩეჩეს ევრპელებს ზემოდასახელებულ ღონისძიებაზე ვენედიქტოვა. მაინც რამდენი დაუჯდა რუს გადამხდელს აფხაზი ჟურნალისტის ეს ვოიაჟი ევროპაში იმ მიზნით, რომ ევრპელებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ „სუვერენული აფხაზეთის“ არსებობა? თუმცა რუსული ბიუჯეტი ყველაფერს იტანს. უცხოელი პოლიტიკოსების მოსასყიდად კი ამ ბიუჯეტში ყოველთვის მოინახება საკმაო თანხა - გავაკეთეთ მაშინ 2012 წელს ჩვენ ასეთი რეზიუმე.

გაუშვეს ერთი „თევზი“ დამსახურებულ პენსიაზე, ახალს იყიდიან - ასეთი „კეთილშობილური მიზნებისთვის“ კრემლის მმართველებს ფული არასდროს ენანებოდათ. მაგრამ ახლის ყიდვის ამბავში მათ რაღაც აერიათ, ამიტომაც გასული, 2014 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბინი კონფლიქტის მიმდინარეობისას იძულებულნი გახდნენ პენსიიდან (ნაფტალინიდან) „ამოეღოთ“ ტალიავინი და დაენიშნათ უკრაინის საკითხებში ეუთოს საკონტაქტო ჯგუფის სპეცწარმომადგენლად (უნდა ვაღიაროთ - ეხერხებათ რუსულ სპეცსამსახურებს საკუთარი ემისრების გაყვანა „ოპერატიულ პოზიციებზე“).

მოკლედ, ამოიღეს ტალიავინი ნაფტალინიდან და მანაც ჩვეული შემართებით გაქაჩა რუსული ინტერესები: რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დიდი ოდენობით ტანკების, არტილერიის, სხვა შეტევითი სისტემების გამოყენებით უკრაინულ პოზიციებზე განხორციელებული შტურმები შვეიცარიელი დიპლომატის მიერ ფასდებოდა როგორც „დაუდგენელი პირების“ მიერ თანამედროვე იარაღის გამოყნება. თანაც არ სახელდებოდა, თუ ვის წინააღმდეგ გამოიყენეს „დაუდგენელმა პირებმა“ იარაღი. ამიტომაც ეუთოს დასკვნები იყო არაფრისმთქმელი, არაკონკრეტული და არაკორექტული რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მიმართ (გაიხსენეთ ტალიავინის 2008 წლის დასკვნები). მაგრამ ამჟამად 2008 წლის ტრიუკებმა რუსებისთვის სასურველი შედეგები ვერ მოიტანა: გადამწყვეტი გამოდგა მსოფლიო ლიდერთა პოზიცია და არა ტალიავინის დასკვნები. ამის შედეგად გაირკვა, რომ „ოქროს თევზმა“ დაკარგა სურვილების ასრულების უნარი. რა ელის ასეთ შემთხვევაში თევზს? რა თქმა უნდა - ტაფა! და აი 2015 წლის ზაფხულში საინფორმაციო სააგენტომ ТАСС განაცხადა (ნაცნობი სურათებია, ხომ?): „უკრაინის საკითხებში ეუთოს საკონტაქტო ჯგუფის სპეცწარმომადგენელმა ჰაიდე ტალიავინმა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა უკრაინასა და დონბასს შორის, გადაწყვიტა გადადგეს ემოციონალური მიზეზების გამო“. რამ იმოქმედა ასე დამთრგუნველად „ოქროს თევზის“ ემოციებზე? შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ჰიპოთეზები:

ა)რუსული სპეცსამსახურის ხისტი პოზიცია, რომელიც საკუთარი ემისრისგან მოითხოვდა სულ უფრო მეტი არაადამიანური და უსინდისო ინსინუაციების შეთხზვას;
ბ) რუსული სპეცსამსახურის მიერ კუთხეში მომწყვდეული „საწყალი თევზის“ ინსინუაციებისადმი ეუთოს ხელმძღვანელობისა და პერსონალის არასანდო დამოკიდებულებამ;
გ)უკრაინის წარმომადგენლების დამოკიდებულებამ ზემოაღნიშნული ინსინუაციების ავტორისადმი;
დ)ყველა ზემოჩამოტვლილმა მიზეზმა ერთდროულად.

ჩვეულებისამებრ, ემოციონალური კრიზისის შემდეგ ემისრები აღსარების ხასიათზე დგებიან სინდისის ქენჯნის ნიადაგზე. ასეთი „არასასურველი“ მოვლენის თავიდან ასაცილებლად რუსულ სპეცსამსახურებს ერთადერთი მეთოდი - ტაფა გააჩნიათ! ამგვარად, ტალიავინი „ოქროს თევზის“ კატეგორიიდან გადავიდა „შემწვარი თევზის“ კატეგორიაში.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
განათლების უფლება გალის რაიონში
04.11.2015 15:06
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
ყველა სიახლე